სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა(სსს) ვიტალი გუგუჩიას სახლში მისულ POSTV-ის გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო..
პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ გადამღებ ჯგუფთან ერთად მოქალაქე ვიტალი გუგუჩიასა და მის ოჯახს სამეგრელოში სახლში ჩააკითხა, რასაც ჩხუბი მოჰყვა.
გუგუჩია მაღაზიის მფლობელია, დეპუტატმა, “ხალხის ძალის” წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, მისი მაღაზიიდან ფორთოხლის სროლისთვის ბოდიში მოუხადა და რუსულ კანონზე ელაპარაკა.
“ფორთოხალი პრობლემა არ არის, თქვენ მომავალი წაგვართვით”. – ასე უპასუხა მოქალაქემ ბიძინა ივანიშვილის დეპუტატ ჯაფარიძეს, რომელიც მასთან ბოდიშის მოხდის მიზნით მივიდა – “თქვენი ფორთოხალი ვისროლე და ბოდიშის მოსახდელად მოვედი”.
მანამდე, 28 მაისს რუსული კანონის ხმის მიცემის შემდეგ, რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირი მანქანაში მსხდარ დეპუტატებს აგინებდა, რა დროსაც ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი ჯაფარიძე მანქანიდან გადმოვიდა, მარკეტის ფორთოხალი აიღო და მოქალაქეს ესროლა.