კორონოვირუსით მეხუთე გარდაცვლილი და დაინფიცირების კიდევ 24 შემთხვევა აზერბაიჯანში
დაინფიცირებულთა რიცხვმა 297-ს მიაღწია
აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვალების რიგით მეხუთე შემთხვევა მოხდა, და დაინფიცირების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამრიგად, მოცემული მომენტისთვის დაინფიცირებულთა საერთო რიცხვი 297-ს შეადგენს.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი – 26– ს.
ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, ადამიანებს, აუცილებელი საჭიროების გარდა, სახლიდან გასვლას უკრძალავენ.
„დაინფიცირების დინამიკა იზრდება, და ამის მიზეზი – ზოგიერთი მოქალაქის უპასუხისმგებლობაა“, – განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.