კორონავირუსით მე-17 ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში
გარდაიცვალა 79 წლის ქალი. ის საბურთალოს კლასტერიდან იყო და 13 ივნისიდან მცხეთის კლინიკაში მკურნალობდა.
მცხეთის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ლიკა მუმლაძის თქმით, გარდაცვლილს გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი და covid-19-თან ერთად თანმხლები ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.
- PCR-ტესტი, კარანტინი და თვითიზოლაცია – რა უნდა იცოდეთ, თუ საქართველოში შემოსვლას ან საქართველოდან წასვლას აპირებთ
- Covid-19-ის იმპორტირებული შემთხვევების 46.6% რუსეთზე მოდის
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1155 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 929 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 6489 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337.