საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა
5 აპრილის 10:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 330 პირი.
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 36 გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.
COVID-19 დაუდგინდა 13 წლის ბავშვს, რომელიც ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, ის თავს კარგად გრძნობს.
კორონავირუსი დაუდასტურდა 33 წლის სპორტსმენსაც, რომელიც ბოლო დღეებში დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რაიონში იმყოფებოდა. მას პნევმონია აქვს. ის ამჟამად თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს. სპორტსმენმა არ იცის, ვისგან დაინფიცირდა. ეპიდემიოლოგები ახლა იმ პირთა წრეს ადგენენ, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა და შესაძლოა, დაინფიცირებული იყოს.
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 23-ს პნევმონია აქვს, 4 კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- მარნეული და ბოლნისი დაიკეტა
- მარნეული ეპიდაფეთქების მოლოდინში. რა ხდება დახურულ ქალაქში
- საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა, 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა.