კორონავირუსით 2 ბავშვი დაინფიცირდა საქართველოში
ბოლო 24 საათში საქართველოში covid-19-ის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
6 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 610 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5083 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 505 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 269 გამოჯანმრთელდა და 9 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
კორონავირუსის პანდემის გავრცელების მხრივ ყველაზე მძიმე რეგიონად კვლავ ბოლნისი რჩება.
საერთო ჯამში, ბოლნისში covid-19 118 ადამიანს დაუდასტურდა.
- კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიიდან? რაში ადანაშაულებს დასავლეთი ჩინეთს
- როგორ მოიხსნება შეზღუდვები – მთავრობის გეგმა
- პანდემიის ეკონომიკა – სად არის გამოსავალი კრიზისიდან? საუბარი ბესო ნამჩავაძესთან და ანდრია გვიდიანთან
- რატომ ინფიცირდებიან ექიმები უკრაინაში?
კორონავირუსი დაუდასტურდა ორ ბავშვსაც, რომლებიც დედასთან ერთად ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ. ისინი 4 და 7 წლის არიან. ბავშვები ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში თეთრიწყაროდან გადაიყვანეს.
მათ covid-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვთ. მიუხედავად ამისა, ისინი ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.