ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან შემოვიდა
2020 წლის ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების რაოდენობა გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 17.8%-ით, 169.2 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი წილი – 32 მლნ 570 ათასი აშშ დოლარი (მთლიანი გზავნილების 19.25%) რუსეთიდან შემოვიდა.
თუმცა, რუსული გზავნილები გასულ წელთან შედარებით 6.36%-ით არის შემცირებული.
იტალიაზე მოდის – 26,7 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი მოცულობის 15.83%).
- საქართველო საზღვრებს ხსნის ევროკავშირის ხუთი ქვეყნისთვის. ოღონდ ფრენები არ არის
- “ჩაკეტილი ქვეყანა” და ზარალი ეკონომიკისთვის
მას მოსდევს აშშ – 20 მლნ აშშ დოლარი (11.84%)
და საბერძნეთი – 19, 89 მლნ აშშ დოლარი (11.76%).
ივნისში გაიზარდა საქართველოდან გაგზავნილი ფულადი გზავნილების მოცულობაც. ჯამში, ივნისში საქართველოდან 21.9 მილიონი დოლარი გადაიგზავნა, რაც შარშანდელთან შედარებით 25.4%-ით მეტია.