ირაკლი კობახიძე: რაც შტატებს უნდა და რაც მამას უნდა — ამას გაიგებთ მოგვიანებით
გაზიარება
გაზიარება
ირაკლი კობახიძე მარკო რუბიოს პასუხობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კატეგორიულად უარყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადება იმის შესახებ, რომ თბილისმა ვაშინგტონთან ურთიერთობების აღდგენის გზები იკითხა.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში გამართული მოსმენისას მარკო რუბიომ საჯაროდ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ამერიკას კავშირების გაუმჯობესების პირობები ჰკითხა. “ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, ამის საფუძველზე შევძლებთ მუშაობას არა მხოლოდ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, არამედ მათი ქცევის გამოსწორებაზეც“, — აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
“ჩვენ არასდროს, არასდროს ასეთი კითხვა არ დაგვისვამს. ჩვენ გვაქვს ის გზავნილი, რაც საჯაროდაც განვაცხადეთ”. – თქვა კობახიძემ.
“არა ტყუილი რა შუაშია კაცო, ადამიანი როცა საუბრობს, შეიძლება თავისი ინტერპრეტაციით, რაღაც თქვას. მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არც მე, არც რომელიმე ჩემს კოლეგას ასეთი კითხვა არ დაგვისვამს. შეიძლება ადამიანი რომ საუბრობს, რაღაც ან ისე თქვას, ან ისე თქვას, მაგრამ მე გეუბნებით, რა იყო ფაქტი. ფაქტი არის ის რომ ჩვენ ასეთი კითხვა არასოდეს დაგვისვამს. ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ განვიხილოთ ყველა დეტალი, რაც არის დაკავშირებული სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან.
საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს, საქართველო არის ღირსეული სუვერენული სახელმწიფო და ეს მკაფიოდ დავაფიქსირეთ ყველგან.
თქვენ ვერ ნახავთ საქართველოში დემოკრატიის ხელყოფას, სამართლის უზენაესობის ხელყოფას. რაც შტატებს უნდა და რაც მამას უნდა – ამას გაიგებთ მოგვიანებით.” – განაცხადა კობახიძემ.