Hard rock სამხრეთ ოსეთში
„Бόнвæрнон“ – ასე ჰქვია ოსურ ენაზე ცისკრის ვარსკვლავს, ვენერას, და ასევე ჰქვია ყველაზე ცნობილ და სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთში ყველაზე უძველეს როკ-ჯგუფსაც, რომელიც ცხინვალში სულ ახლახან დასრულებული მუსიკალური ფესტივალის ცენტრად იქცა.
ჯგუფ „Бόнвæрнон“-ს 2016 წელს 45 წელიწადი შეუსრულდა. სოციალურ ქსელებში გამართული მსჯელობების დროს გაიხსენეს, თუ როგორ თქვა ხუთი წლის წინათ სამხრეთი ოსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ კონცერტზე ამ „როკ-ჯგუფის“ წარდგენისას, რომ „Бόнвæрнон“ „ბითლზზე“ ოდნავ გვიან შეიქმნა.
[su_pullquote]« „Бόнвæрнон“ „ბითლზზე“ ოდნავ გვიან შეიქმნა»[/su_pullquote]
იუბილისადმი მიძღვნილი როკ-ფესტივალი ცხინვალში, სპორტული კომპლექსი „ოლიმპის“ ტერიტორიაზე ჩატარდა და მას სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი უჭერდა მხარს.
„Бόнвæрнон“-ის ერთ-ერთმა სოლისტმა ვადიმ ხარებოვმა ახლახან გამოსცა თავისი ახალი ალბომი, სახელწოდებით – “Фаендырысконд”.
კონცერტში ასევე მონაწილეობდა რამდენიმე ადგილობრივი და ჩამოსული მუსიკალური ჯგუფი, მათ შორის – „ Aсoustic Magic“.