Edison Research: ოცნება 32%, ნაციონალური მოძრაობა 20%
ედისონის გამოკითხვა
ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის მორიგი გამოკითხვა ჩაატარა.
კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, პარტიების რეიტინგები ალოკაციით, შეწონვის მეთოდით შემდეგნაირად განაწილდა: კითხვაზე – ემხრობით თუ არ ემხრობით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საქართველოს ბოდიში აქვს მოსახდელი წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული ომის გამო – 85% პასუხობს, რომ არ ემხრობა.
კითხვაზე – ემხრობით თუ არ ემხრობით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საქართველოს ბოდიში აქვს მოსახდელი წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული ომის გამო – 85% პასუხობს, რომ არ ემხრობა.
ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 200 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
- ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 32%
- ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 20%
- კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 11.9%
- გახარია – საქართველოსთვის – 11.9%
- ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები – 9.9%
- ლეიბორისტული პარტია – 5%
- გირჩი (იაგო ხვიჩია) – 4.7%
- პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო – 3.6%
- ჩვენ – დავით ქაცარავა – 0.7%
- სხვა პარტიები – 0.3%
ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 200 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 2.8%, 95%-იანი სანდოობით. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 10-22 სექტემბრის შუალედში.