covid-19-ით მე-7 ადამიანი დაიღუპა საქართველოში
გარდაცვლილი 83 წლის მამაკაცია.
ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
30 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაა 566 დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5243 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 550 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 184 გამოჯანმრთელდა და 7 გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, გარდაცვლილს ქრონიკული დაავადებაც ჰქონდა და covid-19-თან ერთად გულ-სისხლძარღვთა დაავადებაც აღენიშნებოდა.
- პანდემიის ეკონომიკა – სად არის გამოსავალი კრიზისიდან? საუბარი ბესო ნამჩავაძესთა
- მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა: ვინ რა დახმარებას მიიღებს
- საქართველო: რა ბედი ელის ტურიზმს?
- როგორ მოიხსნება შეზღუდვები – მთავრობის გეგმა
ეს კორონავირუსით გარდაცვალების მე-7 შემთხვევაა საქართველოში.