covid-19-ით 647 ადამიანია დაავადებული საქართველოში
ბოლო 24 საათში საქართველოში covid-19-ის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
13 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 647 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4373 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 372 გამოჯანმრთელდა და 11 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
კორონავირუსი დაუდასტურდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ გეტაში მცხოვრებ ერთ ადამიანს. ის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სოფელ გეტაში ამ დროისთვის კორონავირუსით სულ 5 ადამიანია დაინფიცირებული.
- კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიიდან? რაში ადანაშაულებს დასავლეთი ჩინეთს
- პანდემია – შანსი მმართველი პარტიისთვის? საუბარი თორნიკე შარაშენიძესთან და კორნელი კაკაჩიასთან
- თბილისი გაიხსნა, კიდევ რა ამუშავდა 11 მაისიდან. დეტალურად
ბოლნისში, სადაც კარანტინია გამოცხადებული, ეპიდემიოლოგები PCR-ტესტირებას ატარებენ.
სოფელ გეტაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების ხუთი დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება.
ამ დროისთვის ბოლნისში სულ კორონავირუსის 122 შემთხვევაა დადასტურებული.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.