covid-19-ის 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში
ბოლო 24 საათში საქართველოში covid-19-ის 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
30 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაა 566 დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5243 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 550 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 184 გამოჯანმრთელდა და 6 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა თეთრიწყაროში. ყველა მათგანი თეთრიწყაროს საავადმყოფოს კლასტერის კონტაქტია. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში covid-19-ის 38 შემთხვევაა დადასტურებული.
- თბილისი კარანტინში: მანქანები მოძრაობენ, მაგრამ ქალაქი მაინც ცარიელია
- მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა: ვინ რა დახმარებას მიიღებს
- საქართველო: რა ბედი ელის ტურიზმს?
- როგორ მოიხსნება შეზღუდვები – მთავრობის გეგმა
კორონავირუსი დაუდასტურდა გორის სამხედრო ჰოსპიტლის ინფიცირებული უმცროსი მედდის 2 მცირეწლოვან შვილსაც. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.