აზერბაიჯანში კარანტინი კიდევ ერთი თვით გაახანგრძლივეს
აზერბაიჯანში კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინი 2021 წლის 1 სექტემბრამდე გაახანგრძლივეს. ამ თარიღის მოახლოებასთან ერთად, ახალი გადაწყვეტილება გამოცხადდება. ასევე, სექტემბრამდე, შაბათ-კვირას არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ქვეყანაში აქტიურად გრძელდება მოსახლეობის ვაქცინაცია.
- მოგზაურობის მიზანი – ვაქცინაცია: სომხეთს ირანიდან ტურისტების ნაკადი მიაწყდა
- აფხაზეთში ინფიცირების ზრდის გამო თეატრები დახურეს, თუმცა ვირუსის მთავარი წყარო ქორწილები, ქელეხები და ტურიზმია
- ექიმებისა და მეცნიერების მიმართვა: “საქართველოში ვაქცინაციის დონე საგანგაშოდ დაბალია”
აზერბაიჯანსა და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების დინამიკას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
ვაქცინაცია აზერბაიჯანში
აზერბაიჯანში ახლა ოთხი ტიპის ვაქცინაა ხელმისაწვდომი, მაგრამ ქვეყნის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში მასობრივად იყენებენ ჩინური წარმოების Sinovac-ს.
მსურველებს ასევე შეუძლიათ აიცრან შემდეგი ვაქცინებით: Sputnik V (რუსეთი), Pfizer (გერმანია-ამერიკა) და AstraZeneca (სამხრეთი კორეა). ვაქცინაცია უფასოდ ხორციელდება, ვაქცინის ტიპისა და სამედიცინო დაწესებულების სტატუსის მიუხედავად.
2021 წლის 22 ივლისის დილის მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მიიღო 2.6 მილიონმა ადამიანმა, მეორეც – 1.8 მილიონმა.
იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში მხოლოდ 18 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობა იცრება, სტატისტიკისთვის ლოგიკური იქნება, ორიენტირება აზერბაიჯანის ამომრჩეველთა რიცხვზე გავაკეთოთ. ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 10 მილიონი ადამიანიდან, ხმის მიცემის უფლების მქონედ 5.5 მილიონი მიიჩნევა, ანუ ისინი არიან 18 წელზე უფროსი ასაკის.
ამრიგად, დღეისათვის, ვაქცინის პირველი დოზით აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 47.2 პროცენტი, ორივე დოზით – 32.7 პროცენტი.