აშშ საქართველოს ფინანსურად დაეხმარება, თუმცა კანონის უზენაესობაზე ანგარიშს მოითხოვს
დონალდ ტრამპმა მოაწერა ხელი აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტის კანონს, რომელშიც საქართველოსთვის $132-მილიონის ოდენობით დახმარებაზეა საუბარი.
დახმარებასთან ერთად, კანონში გაწერილია პუნქტი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ავალდებულებს ასიგნებების კომიტეტს წარუდგინოს ანგარიში საქართველოში კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების შესახებ.
კანონის განმარტებით განცხადებაში, რომელსაც ამერიკის ხმა ავრცელებს, გაწერილია, თუ რა უნდა დაფაროს სახელმწიფო მდივნის ანგარიშმა, საქართველოს მთავრობის დეტალური ქმედებების შესახებ:
● დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხი, მათ შორის, უკანასკნელი არჩევნები;
● კორუფციასთან ბრძოლა;
● საერთაშორისო სტნადარტების შესაბამისად, კანონის უზენაესობის უზრუვნელყოფა კერძო სექტორსა და უცხოურ საინვესტიციო კლიმატთან.
ანგარიშის ათვლა გასული წლის 1-ლი იანვრიდან იწყება.
კანონში ასევე მითითებულია, რომ აშშ კრძალავს იმ ქვეყნების დახმარებას, რომლებიც საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს აღიარებენ, ან მათთან “დიპლომატიური კავშირი” აქვთ.
___________________________
● სენატორი რიში: მმართველი პარტია ოპოზიციური ხმის ჩახშობისგან თავს უნდა იკავებდეს
● ჟენევის მოლაპარაკებები: რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საქართველომ
● საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობა 10-წლიან მინიმუმზეა
_______________________________
ქართულ ოპოზიციაში და სოციალურ მედიაში გაჩნდა მოსაზრება, რომ აშშ საქართველოს დახმარებას უწყვეტს, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკანიანმა, ეს ყველაფერი უარყო.
ზალკალიანის თქმით, ოპოზიცია, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში მცდარ ნარატივს ავრცელებს.
“დემოკრატიის განვითარება მუდმივი პროცესია. გაიხედეთ ევროკავშირის ქვეყნებში, მათთან მიმართებაში, იგივე მათი პარტნიორები ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის მართლმსაჯულების კუთხით, კრიტიკულები არიან და რა?” – აცხადებს ზალკანიანი.