აშშ საქართველოს 2000 სწრაფ ტესტს გამოუგზავნის
აშშ საქართველოს 2 000 მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტების კომპლექტს გამოუგზავნის, რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია ვირუსის დადგენა. ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
13 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 266 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4872 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 453 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 67 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა. უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
ელჩი დეგნანი სახლიდან ჩართვისას ჰყვება, როგორ ეხმარება შეერთებული შტატები საქართველოს COVID-19-თან ბრძოლაში. ელჩმა აღნიშნა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID) საქართველო უახლესი დახმარების სახით 1,1 მილიონ დოლარს მიიღებს, რომელიც ჯანდაცვას მოხმარდება.
როგორც დეგნანი ამბობს, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს ეხმარება ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტიც. საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო ქართული კომპანიისგან 100 000 ლარის ღირებულების პერსონალურ დამცავ აღჭურვილობას შეიძენს და მას ჯანდაცვის სამინისტროს გადასცემს:
„ჩვენ ვიპოვეთ ქართული კომპანია, რომელიც აწარმოებს ნივთებს, რომელიც ასე ძალიან სჭირდება სამინისტროს, ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ ის, რაც ქართველებს სჭირდებათ ქართველი მწარმოებლებისგან, ეს კი ორმაგად მომგებიანია”, – თქვა ელჩმა.
ელჩი დეგნანი COVID-19-ზე რეაგირებისთვის აშშ-ის მიერ საქართველოს დახმარებაზე საუბრობსელჩი დეგნანი სახლიდან ჩართვისას ყვება, როგორ ეხმარება შეერთებული შტატები საქართველოს COVID-19-ის მიმდინარე კრიზისთან ბრძოლაში. მან ისაუბრა ამერიკელი ხალხის $140 მილიონზე მეტი ღირებულების დახმარებაზე, რომელიც მიმართული იყო საქართველოსთვის უნარიანი, მტკიცე და პროფესიონალური ჯანდაცვის ეროვნული სისტემის შექმნისკენ. ასევე, ელჩმა აღნიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) უახლესი დახმარება, $1.1 მილიონი, რომელიც ჯანდაცვას მოხმარდება. ეს ყურადრებით შერჩეული დახმარებაა, რომელიც საქართველოს მთავრობის, მოქალაქეების, ჯანდაცვის პროფესიონალებისა და სხვა დონორების მნიშვნელოვან საქმიანობას შეემატება. Ambassador Degnan speaks about U.S. aid for Georgia's COVID-19 responseSpeaking from home, Ambassador Kelly Degnan described the ways in which the United States has supported Georgia in its ongoing response to the COVID-19 crisis. She spoke about the more than $140 million dollars the American people had given Georgia to help build a "capable, resilient, professional national healthcare system." She also highlighted the recent announcement of an additional $1.1 million in new emergency health assistance from the United States Agency for International Development (USAID). 'This assistance is carefully designed to complement the important work being done by the Georgian government and citizens, healthcare professionals and other donors.
Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on ორშაბათი, 13 აპრილი, 2020
ელჩის განმარტებით, ამ რთულ ვითარებაში ქართველებს საქართველოში მოქმედი რამდენიმე ამერიკული კომპანიაც ეხმარება: “ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებმა 3 მილიონი ლარი ჩარიცხეს stopcov ფონდში. გარდა ამისა, რამდენიმე ამერიკული ბრენდის სასტუმრომ, როგორიცაა „მარიოტ ჰოტელ მოქსი” „რადისონ პარკ ჰოტელი” და „შერატონ გრანდი” საქართველოს მთავრობას ამ სასტუმროების საკარანტინო სივრცედ გამოყენება შესთავაზა. ეს გამოათავისუფლებს საწოლებს საავადმყოფოებში covid-19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის,”- აცხადებს ელჩი.
- კორონავირუსი სამხრეთ ოსეთში: ექიმის ბუნტი, ნიღბებისა და ტესტების დეფიციტი – და ეჭვები თბილისის მიმართ
- ახლობლები რომ მირეკავდნენ, ზოგს ეტირებოდა – რას ჰყვება კორონავირუსით ინფიცირებული სტუდენტი
- საქართველოში კორონავირუსზე პაციენტის შემოწმების წესი შეიცვალა: ვის გაუკეთებენ ტესტს?
- კორონავირუსი ჩრდილოეთ კავკასიაში: ინფიცირებულია ყველა რეგიონი, გარდაიცვალა ინგუშეთის მთავარი მუფთი
21 მარტიდან 21 აპრილამდე საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო, განსაკუთრებულად მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს მარნეულის, ბოლნისის, ლენტეხისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში.