აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა
აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა
აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადება სახდეპის ვებგვერდზე ვრცელდება. მეთიუ მილერის თქმით, აშშ-მ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან “ქართული ოცნების” ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ნაბიჯები აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადად დებულებებს არღვევდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროდან “ფორმულას” წყაროს ინფორმაციით, აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა. ასევე, წყაროს ცნობით, თანამდებობა დატოვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ.
რა წერია თეთრი სახლის განცხადებაში
“ქართული ოცნების სხვადასხვა ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი დებულებები, რომელიც დაფუძნებული იყო საერთო ღირებულებებსა და დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის, და ანტიკორუფციული ძალისხმევის მიმართ ვალდებულებებზე. შედეგად, აშშ-მ შეაჩერა ეს მექანიზმი [სტრატეგიული პარტნიორობა].
“ქართული ოცნების” მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის და საქართველოს რუსეთის წინაშე უფრო მოწყვლადს ხდის. ქართველი ხალხი ევროინტეგრაციის გაგრძელებას ემხრობა და პოლიციის მიერ მშვიდობიანი მონაწილეებზე ძალადობას გმობს
ქართველი ხალხი ევროპასთან ინტეგრაციას მასშტაბურად უჭერს მხარს. აშშ გმობს პოლიციის მიერ ძალადობას ქართველებზე, რომლებსაც თავიანთი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის, თავისუფლება აქვთ. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, უზრუნველყონ, რომ პროტესტები მშვიდობიანი დარჩეს”. – წერია განცხადებაში.
“ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ მის ევროატლანტიკურ გზას დაუბრუნდეს, საპარლამენტო არჩევნების ყველა ხარვეზი გამჭვირვალედ გამოიძიოს და გაიწვიოს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს”. – ვკითხულობთ განცხადებაში.
წინაისტორია
იმისათვის, რომ საკითხები ვერავინ გამოიყენოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად – მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობასა და სამთავრობო გუნდს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ევროკავშირთან მოლაპარაკეები დღეს გამოიყენება შანტაჟისთვის და ქართული საზოგადოების გასახლეჩად.