ტორნადომ აფხაზეთში პანსიონატი და დელფინარიუმი დააზიანა. ვიდეო
აფხაზეთში, კურორტ ბიჭვინთას ტორნადომ გადაუარა. დაზიანდა სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთი პანსიონატის ვიტრაჟი, ნაწილობრივ დაინგრა დელფინარიუმი, წაიქცა სამი ბიჭვინთის ფიჭვი.
ადამიანები და ცხოველები არ დაშვებულან.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ თავდაპირველად ძლიერი ქარი იყო, რომელიც ნახევარი საათის შემდეგ, ტორნადოში გადაიზარდა. ზღვაში, სანაპიროდან 500 მეტრში წარმოქმნილი ტორნადო, თანდათან ქალაქის მიმართულებით დაიძრა.
ხმელეთთან მისვლისას ტორნადო უკვე დასუსტებული იყო.