აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურია
26 მარტს აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. სასწორზე საპარლამენტო მანდატების ნახევარი დევს.
აფხაზეთის პარლამენტში სულ 35 მაჟორიტარული ადგილია. 17 დეპუტატი პირველ ტურში აირჩიეს, დანარჩენების ბედი მეორეში უნდა გაირკვეს.
კენჭისყრა 17 საარჩევნო ოლქში მიმდინარეობს. ერთ ოლქში, ამომრჩეველთა არასაკმარისი აქტივობის გამო, ცესკომ განმეორებითი არჩევნები დანიშნა, რომელიც მაისში გაიმართება.
- აფხაზეთში დეპუტატობა უმაღლესი განათლების გარეშეც იქნება შესაძლებელი
- „მოსახლეობა აქ ხუთ წელიწადში ერთხელ ჭამს“ – რა შედეგით დამთავრდა საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთში
- რუსეთი აფხაზეთს ფინანსურ დახმარებას უმცირებს, რათა დამოუკიდებლობა ასწავლოს
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება და კანდიდატების უმეტესობა თავს დამოუკიდებლად წარადგენს, არჩევნებში თავდაპირველად მონაწილე 123 კანდიდატიდან, უმეტესობას პოლიტიკური პრეფერენციები ჰქონდა.
ამ განწყობებიდან გამომდინარე, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ პირველი ტურის შემდეგ, პარალმენტში სულ მცირე 15 დეპუტატის ადგილი დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერმა დაიკავა.
როგორც არ უნდა დასრულდეს კენჭისყრა მეორე ტურში, ექსპერტების აზრით, მისი შედეგები ძალთა ბალანსზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. დიდი ალბათობით ახალ პარლამენტში მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციონერი იქნება.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.