„მოსახლეობა აქ ხუთ წელიწადში ერთხელ ჭამს“ - რა შედეგით დამთავრდა საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთში
12 მარტის არჩევნების შედეგებით, აფხაზეთის პარლამენტში, 35-დან 17 დეპუტატი აირჩიეს. დანარჩენ ოლქებში მეორე ტური დაინიშნა. თუმცა, საზოგადოებაში თანხმდებიან, რომ ხელისუფლებამ უკვე გაიმარჯვა და მეორე ტური აღარაფერს აღარ შეცვლის.
ვამტკიცებ: აფხაზეთში არჩევნების მოპარვა შეუძლებელია. რას ვდებ სიტყვებში არჩევნების მოპარვის თაობაზე? ჩაყრილ ბიულეტენებს, გაყალბებას და ბიულეტენების მასობრივ დაზიანებას, ციფრების ხატვას. ასეთი რამ ჩვენთან არ ხდება და არც შეიძლება ხდებოდეს (ჯერჯერობით).
დიახ, ჩვენ გვაქვს კარუსელები და სხვა მეთოდები, ასე ვთქვათ, ეფექტის გამყარების. დიახ, ეს უკანონოა. მაგრამ კარუსელებში მონაწილეობენ რეალური ამომრჩევლები.
დიახ, ჩვენი ხალხი ხმას აძლევს იმის სანაცვლოდ, რომ არჩევნების წინ მათ აძლევენ ტრანსფორმატორებს, ხრეშს, ბაკებს, ბოძებს, ტორტებს. მაგრამ ხმას თვითონ აძლევენ!
ხალხი ცხოვრობს შუქის, წყლის, გზების გარეშე, ნორმალური პირობების მინიმუმში – და დასკვნებს არ აკეთებს, ვერ პოულობენ მიზეზშედეგობრივ კავშირებს. არ თვლიან თავს ამ უკუნი და დაუსრულებელი ჯოჯოხეთის ჯაჭვის ნაწილად.
აქვთ მათ ამის უფლება? რა თქმა უნდა, კი. თუ ამ გორგლის გახსნას დავიწყებთ, აღმოვაჩენთ პრობლემებს განათლების, ჯანდაცვის და კიდევ რისიც გინდათ სფეროებში. მაგრამ ადამიანები, ვინც ეს პარლამენტი აირჩია, უცხოპლანეტელები არ არიან.
უმრავლესობას საერთოდ არ ესმის ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციები. ადამიანებს მხოლოდ თავიანთი პრობლემის გადაჭრა სურთ, თუნდაც ერთი, მაგრამ აქ და ახლა. თქვენი კანონები და მომავალი კი თქვენთვის დაიტოვეთ. არც გვიცხოვრია ნორმალურად და დაწყებასაც აზრი არ აქვს.
ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული, გასაგები და ძალიან თანმიმდევრული.
- რუსეთი აფხაზეთს ფინანსურ დახმარებას უმცირებს, რათა დამოუკიდებლობა ასწავლოს
- მოსაზრება: აფხაზეთი და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
- მოსაზრება აფხაზეთიდან: რუსეთის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის აღიარება – რა იქნება შემდეგ?
ზოგიერთი ჩემი კოლეგა 2017 წელს არჩეულ პარლამენტს ანტისახალხოს უწოდებდა. მე ჩემს თავს არასოდეს მივცემ ამის უფლებას მრავალი მიზეზის გამო. და მათგან პირველი – ეს დეპუტატები მართლაც ხალხმა აირჩია.
ის ადამიანები, რომლებიც წყლის მოსატანად სამ კილომეტრს ფეხით გადიან, ფარდულებში მშობიარობენ, მოკლე ჩართვისგან იწვიან, ერთი და იგივე ფეხსაცმელი 15 წელი აცვიათ. და ექსპერტებს ძალიან ცოტა უფლება აქვთ „იპროფესორონ“, როდესაც საუბარი ამ ადამიანების არჩევანზეა.
ხომ ყველამ იცის, რომ პროდუქტებზე მშიერმა არ უნდა იარო, იმიტომ რომ, მთელ ურიკა უსარგებლო რამეს დააგროვებ? ასევე, არ უნდა წახვიდე არჩევნებზე მშიერი. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი წელიწადში ერთხელ ჭამს.
და ეს მათი ბრალი არაა. ეს ჩვენი საერთო უბედურებაა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო