აფხაზეთში ე.წ. მცოცავი გრაფიკი გაუქმდა
აფხაზეთში ე.წ. მცოცავი გრაფიკი გაუქმდა
უხვმა წყალდიდობამ საშუალება მისცა ენგურის ჰიდროელექტროსადგურს – ერთადერთ წყაროს, რომელიც აფხაზეთს ელექტროენერგიით ამარაგებს – ნორმალურ ფუნქციონირებას დაუბრუნდეს. შედეგად, აფხაზეთში ე.წ. მცოცავი გრაფიკი გაუქმდა.
მთელი ზამთრის განმავლობაში ენგურის კაშხალზე წყლის დაბალი დონის გამო ჰესი შეზღუდულ რეჟიმში მუშაობდა. შედეგად დეფიციტი ნაწილობრივ შეივსო რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით. დეფიციტის გამო, მთავრობამ შარშან, შემოდგომაზე, შემოიღო ოთხსაათიანი მცოცავი გრაფიკი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამაც მოსახლეობის ძლიერი უკმაყოფილება გამოიწვია.
- თბილი საბანი და ცირკი სახლში – როგორ გადააქვთ აფხაზეთის მცხოვრებლებს უშუქობა
- სკანდალი აფხაზეთში სახელმწიფო შესყიდვებში შესაძლო ქურდობის გამო
- მოსაზრება: ენერგოკრიზისი აფხაზეთში ვერ გადაიჭრება, სანამ ქსელში კერძო ბიზნესს არ დაუშვებენ
მაგრამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ჯვრის წყალსაცავში წყლის დონის მატების პარალელურად, გრაფიკის საათებმაც დაიკლო. ახლა ყველა გენერატორი სრული სიმძლავრით მუშაობს.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო