აფხაზეთმა ქართულ მხარეს გადასასვლელი ისევ ჩაკეტა
ზუსტად ერთი კვირით, 26 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით იყო ღია ენგურის ხიდზე, აფხაზეთიდან საქართველოში გადასასვლელი გამშვები პუნქტი და ახლა ისევ დაიკეტა.
აფხაზეთმა მნიშვნელოვნად შეამსუბუქა რესპუბლიკის შიგნით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული კარანტინის ზომები, მაგრამ რუსეთისა და საქართველოს მხარეს გადასასვლელები მარტის დასაწყისიდან ჩაკეტილია.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 15 ივნისამდე გრძელდება.
• აფხაზეთში, ერთ კვირაში უკვე ტურისტები ჩამოვლენ?
• კორონავირუსის ტყვეები – მათ, ვინც ქართულ მხარეს გადავიდნენ, აფხაზი მესაზღვრეები უკან აღარ უშვებენ
• აფხაზეთი: შვიდი კადეტი კორონავირუსით და უსიმპტომოდ. ისტორიები კლინიკიდან და კარანტინიდან
აფხაზეთის ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ გადასასვლელი მხოლოდ დროებით გაიხსნებოდა, რათა აფხაზეთის მცხოვრებლები სახლში დაბრუნებულიყვნენ. ძირითადად, ეს ის ხალხია, რომლებიც ქართულ კლინიკებში სამკურნალოდ გადავიდნენ.
ამ კვირის განმავლობაში, სახლში, 532 ადამიანი დაბრუნდა.
3 ივნისის მონაცემებით, აფხაზეთში, კორონავირუსით ინფიცირების 28 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი, 95 წლის ქალი კი გარდაიცვალა.
ოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთში, ყოველდღიურად, COVID-19-ზე ტესტირება 70-დან 100 კაცამდე უტარდება.