ალექსანდრ ანქვაბი COVID-19-ის დიაგნოზით, მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოშია მოთავსებული
ისევ დამძიმდა აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის, 68 წლის ალექსანდრ ანქვაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით, 8 იანვრიდან მოყოლებული მოსკოვში, ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. ექიმები მის მდგომარეობას „სტაბილურად მძიმედ“ აფასებენ.
ანქვაბი 2020 წლის დეკემბრის ბოლოს დაინფიცირდა. პირველ დღეებში, მკურნალობას სახლში გადიოდა, შემდეგ, აფხაზეთის საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ მალევე, მოსკოვში გადაიყვანეს. მისი დიაგნოზია ორმხრივი, პოლისეგმენტური პნევმონია.
10 დღის შემდეგ, 18 იანვარს, აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მდგომარეობის გარკვეული გაუმჯობესების შემდეგ, ალექსანდრ ანქვაბს კვლავ მოემატა სუნთქვითი უკმარისობა და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს.