„იმედი გვაქვს, რომ ტურისტები ჩამოვლენ“ - აფხაზეთში კარანტინის დასრულებასა და ფულის შოვნას ელოდებიან. ვიდეო
აფხაზეთში, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან, 38 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა ერთი, 95 წლის ქალი. აქ უკვე ორ კვირაზე მეტია, ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
კარანტინის ეკონომიკური კავშირები ძლიერად იგრძნო საკუთარ თავზე აფხაზეთის ყველა მცხოვრებმა. ზაფხული და ტურისტები, რომლებიც რუსეთიდან ჩამოდიან – მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ფულის შოვნის მთავარი საშუალებაა.
მაგრამ საზღვარი ჩაკეტილია და ტურისტული სეზონი საბოლოო ჩავარდნის საფრთხის წინაშე დგას.
• მოსაზრება: აფხაზეთის ეკონომოკას ძნელბედობის ჟამი დაუდგა
• „ჭამა გვინდა“. სოციალური ქსელების რეაქცია აფხაზეთში ტურისტული სეზონის გადადებაზე