მოდელიერები და რესტორატორები ეპიდემიის პირობებში - როგორ შეცვალა კორონავირუსმა აფხაზეთის ცხოვრება
აფხაზეთში, კორონავირუსის პირველი შემთხვევა 30 მარტს დაფიქსირდა. გალის რაიონის მცხოვრები ქალი სახლში რუსეთიდან დაბრუნდა, მეორე დღეს კი ქართულ კლინიკაში მოათავსეს.
იმავე საღამოს, მთელი რაიონი მილიციის კორდონით ჩაიკეტა. აფხაზეთის დანარჩენ ნაწილში ჯერჯერობით საგანგებო მდგომარეობის იგივე წესები მოქმედებს, რომელიც 28 მარტს, კორონავირუსის შეღწევის თავიდან ასაცილებლად მიიღეს.
რუსეთთან საზღვარი 28 მარტს ჩაიკეტა, საქართველოსთან – 12 მარტს. სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები დისტანციურ სწავლებაზე არიან გადასული, შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.
დახურულია ყველა ტურისტული ობიექტი, აკრძალულია ექსკურსიების ჩატარება. დაკეტილია რესტორნები და მაღაზიებიც, სურსათისა და აფთიაქების გარდა,
აფხაზეთის მცხოვრებლები საგანგებო მდგომარეობის პირობებში ცხოვრებაზე
რესტორანი „ლოფტი“ ყველაზე დატვირთულ ადგილად მიიჩნეოდა სადილის დროს. 13-დან 15 საათამდე იქ თავისუფალი მაგიდის მოძებნა შეუძლებელი იყო. რესტორანი ივსებოდა სახელმწიფო სამსახურის, ბანკებისა და ოფისების თანამშრომლებით.
მას შემდეგ, რაც ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტი დაიხურა ეპიდემიის საფრთხის გამო, რესტორნის მფლობელმა, ფატიმა ხეთაგუროვამ მზარეულებისა და ოფიციანტების ნაწილი უხელფასო შვებულებაში გაუშვა. ჯერჯერობით 7 აპრილამდე, გამოცხადებული ვადების შესაბამისად.
მაგრამ რესტორანმა გააგრძელა მუშაობა და მოქალაქეებს საჭმლის სახლში მიტანის სერვისი შესთავაზა. ფატიმას იმედი აქვს, რომ ასე თავის ბიზნესს შეინარჩუნებს.
რამდენად მოახერხებს ამას – რთული სათქმელია. სადილს, ძირითადად, ოფისების თანამშრომლები უკვეთავდნენ, მაგრამ ახლა ოფისების დიდი ნაწილი კარანტინის გამო დაიხურ
მუშაობის სპეციფიკის შეცვლა მოუწია 40 სოხუმელ მოდელიერს, საწარმო „მოდატექსის“ თანამშრომლებს. მათ საკუთარი შეკვეთები მიატოვეს და სამედიცინო ნიღბების კერვა დაიწყეს.
8 საამქროდან თითოეულში 5 ოსტატი მუშაობს. ერთი ქსოვილს აუთოებს, მეორე ნაკეცებს ბლანდავს, მესამე მანქანაზე აგვირისტებს, მეოთხე რეზინის შესაკრავებს აკერებს, მეხუთე კიდევ ერთხელ აუთოებს გამზადებულ ნახელავს და ასე ასტერილებს მას.
ცნობილი აფხაზი ბლოგერები აქვეყნებენ ვიდეოებს იმის შესახებ, თუ როგორ ატარებენ დროს სახლიდან გაუსვლელად. ნატალია ბოჯგუა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ჰყვება იმ შედეგებზე, რომელიც კარანტინის წესების არდაცვასა და განსაკუთრებული საჭიროების გარეშე სახლიდან გასვლას შეიძლება მოჰყვეს.
მაგრამ პენსიონერები და ბავშვიანი დედები კვლავინდებურად სეირნობენ პარკებში.
მაგალითად, მარინა კობახია სამი წლის შვილიშვილთან ერთად, ყოველდღიურად, 11-დან 13 საათამდე ბავშვთა სათამაშო მოედანზეა.
„ჩვენ ხომ ბავშვთა გასართობ ცენტრებში არ დავდივართ, სადაც ბავშვები ერთ ბატუტზე დახტიან“, – ამბობს ქალი, მეზობლის ბიჭზე ამხედრებული მისი შვილიშვილი კი მეტალის ბორცვიდან ქვემოთ ეშვება.