ადამ კინზინგერი: საქართველო ჭკვიანურად მოიქცეოდა, თუ ჩაკეტავდა საზღვრებს და რუსებს არ შეუშვებდა
ადამ კიზინგერი საქართველოს საზღვრებზე
აშშ-ის კონგრესმენი ადამ კინზინგერი რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში შემოსვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეების რიცხვის ზრდას საკუთარ ტვიტერზე ეხმაურება და წერს, რომ ქართველი ხალხი ჭკვიანურად მოიქცეოდა, თუ ჩაკეტავდა საზღვრებს და არ მისცემდა რუს ტურისტებს თუნდაც მოკლევადიან პერსპექტივაში, ქვეყანაში შესვლის საშუალებას.
“საბრძოლო ასაკის მქონე კაცების შემოდინება ამ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან მოკავშირე ქვეყანაში ძალიან სახიფათოა. უნდა დავინახოთ რომ ეს მსხვერპლია.” – წერს კიზინგერი.
The nation of Georgia would be wise to close their border and not allow Russian tourists at least in the short term. An influx of fighting age males into this small but important ally is very dangerous. We must see it’s a sacrifice, tourism is important. @georgian_legion #nafo https://t.co/BBqfozMpWJ
— Adam Kinzinger🇺🇦🇺🇸✌️ (@AdamKinzinger) September 25, 2022
● “თითქოს ომი კიდევ ერთხელ დაიწყო” – რას ფიქრობენ მობილიზაციაზე საქართველოში მცხოვრები რუსები
● მოსაზრება: მობილიზაცია რუსეთში. დაეხმარება ის პუტინს?
● როგორია სამყარო, რომელსაც პუტინი აშენებს
ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა. პირველ ეტაპზე 18-35 წლის მამაკაცებს გაიწვევენ, შემდეგ 35-45 და ა.შ. რუსული მედია წერს, რომ რუსმა ახალგაზრდებმა უკვე მასობრივად მიიღეს გაწვევის ცნობები. მოსახლეობის ნაწილში პანიკაა. რუსეთის ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო.
თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, მობილიზაცია 300 000-მდე რუსეთის მოქალაქეს შეეხება, თუმცა გამოცემა Novaya Gazeta.Europe წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მობილიზაციის შესახებ დადგენილების მეშვიდე, საიდუმლო პუნქტი, თავდაცვის სამინისტროს საშუალებას აძლევს, 1 მილიონამდე ადამიანი გაიწვიოს.
24 სექტემბერს BBC-ის ცნობით, რუსეთ-საქართველოს საზღვართან მანქანების რიგი 10 კმ-ს აღწევდა.