აფხაზეთის გზებზე ხელის რადარები დროებით გაუქმდა
აფხაზეთმა ხელის რადარები გააუქმა
აფხაზეთი მაგისტრალებზე სიჩქარის საზომ ხელის რადარებს კრძალავს. ახლა მხოლოდ სტაციონარული ფოტო და ვიდეო კამერები შეიძლება ოფიციალურად გამოიყენონ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის დასაფიქსირებლად.
პარლამენტის სახელმწიფო-სამართლებრივი პოლიტიკის კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე, აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ვალტერ ბუტბა, დათანხმდა აფხაზეთის გზებზე ფარული პატრულირების შეჩერებას – შესაბამისი სერტიფიცირებული ტექნიკური საშუალებების მიღებამდე.
- სამოქალაქო პროტესტი, როგორც დემოკრატიის ფორმა აფხაზეთში. მოსაზრება
- აფხაზეთში ავტოავარიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობის გამოქვეყნება შეწყვიტეს
- „სირცხვილია იყო დაზარალებული“: წამების ისტორიები აფხაზეთიდან
ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი მძღოლების მრავალი საჩივარი გახდა. ისინი თვლიან, რომ სახელმწიფო საგზაო პოლიციის თანამშრომლები (ГАИ) იყენებენ ხელის რადარებს, რომელთაგან ბევრისთვის მანქანის დაფიქსირებული სიჩქარის სიზუსტე არ შეესაბამება რეალურს.
თუმცა, მინისტრის მიერ დაწესებული აკრძალვა ამ დროისთვის დროებითი იქნება.
იმავდროულად, 1 ივლისიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აკრძალულია ხელის რადარების გამოყენება გზებზე სიჩქარის ლიმიტის დარღვევის აღმოსაჩენად.
აფხაზეთის საგზაო პოლიციაში რუსეთსა და აფხაზეთში „ანტირადარული“ გადაწყვეტილებების მიღებას მხოლოდ “სინქრონიულ დამთხვევას” უწოდებენ. ამასთან, სახელმწიფო საგზაო ინსპექცია ხაზს უსვამს, რომ „რუსეთში აკრძალვა პერმანენტულად არის დაწესებული, ჩვენში კი დროებითია“.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო