ექვსი მითი კოკა-კოლაზე, რომელთა შესახებ აუცილებლად გსმენიათ
მითები კოკა-კოლაზე
ნებისმიერი დიდი კომპანიის გარშემო ჩნდება ლეგენდები და მითები, თუმცა, კოკა-კოლა ამ მიმართულებით მაინც ჩემპიონია.
135-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ამ სასმლის გარშემო მრავალი მითი გაჩნდა. ზოგი თვეების განმავლობაში ცოცხლობს, ზოგმაც წლებს და ეპოქებს გაუძლო.
ჩვენ შევარჩიეთ ექვსი ყველაზე პოპულარული მითი:
მითი #1: კოკა-კოლას შემადგენლობაში კოკაინი შედის
სიცრუე
ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული მითია, რომელიც შედარებით სერიოზულ პუბლიკაციებშიც კი გვხვდება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის: მცენარე კოკის ფოთლებისგან მიღებული ინგრედიენტი – კოკაინი, ერთ დროს მართლაც შედიოდა კოკა-კოლას შემადგენლობაში, მაგრამ ეს იყო ასზე მეტი წლის წინ, მაშინ, როდესაც კოკაინი ამერიკაში ნებადართული ნივთიერება იყო.
მითი # 2: კოკა-კოლა ადრე მწვანე იყო
სიცრუე
ინგლისურენოვან სამყაროში გავრცელებულია მითი, რომ კოკა-კოლა ადრე მომწვანო ფერის იყო, რაც არ არის მართალი. სასმლის ფერი ყოველთვის – 1886 წელს მისი გამოჩენის დღიდან – ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც ახლაა. ლეგენდა მწვანე ფერზე კი კოკა-კოლას შუშის ბოთლს უკავშირდება, რომელსაც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში მართლაც ჰქონდა ოდნავ მწვანე შეფერილობა. ეს ბოთლია ასახული ენდი უორჰოლის ცნობილ ნახატში, რომელსაც სახელიც ასეთი აქვს – კოკა-კოლას მწვანე ბოთლები.
მითი # 3: კოკა-კოლა აშორებს ლაქებს
ნაწილობრივ მართალია
კოკა-კოლა მცირე რაოდენობით ორთოფოსფორფმჟავას შეიცავს. ეს არის უსაფრთხო და მთელ მსოფლიოში დაშვებული ინგრედიენტი, რომელიც ასევე შეგიძლიათ იპოვოთ შამპანურში და სხვა ხილის წვენებშიც. თეორიულად, კოკა-კოლას შემადგენლობაში შემავალ ფოსფორის მჟავას შეუძლია ზოგიერთი მსუბუქად დაბინძურებული ზედაპირების გაწმენდა. სხვათა შორის, იგივე ეფექტი ექნება ახლადგაწურულ ფორთოხლის წვენსაც. თუმცა, მაღაზიებში იყიდება ბევრად უფრო ეფექტური საშუალებები, რომლებიც ამ საქმისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ.
მითი # 4: კოკა-კოლას შეუძლია ადამიანის კბილის დაშლა
სიცრუე
ეს მითი მოდის იქიდან, რომ კოკა-კოლა მართლაც შეიცავს მცირე რაოდენობით საკვებად დამტკიცებულ მჟავებს. ასეთ მჟავებს შეიცავს ძალიან ბევრი სასმელი, მათ შორის, ნატურალურ წვენებად წოდებული პროდუქტებიც. თუმცა, კოკა-კოლაში მჟავას შემცველობა ძალიან დაბალია. მაგალითად, ადამიანის კუჭის წვენი ბევრად უფრო აგრესიულია, ან იგივე ფორთოხლის წვენი ან ძმარი, რომელსაც სალათებში იყენებენ.
მოკლედ, კბილი რამდენიმე წელიც რომ იდოს კოკა-კოლაში, მაინც არ დაიშლება.
მაგრამ ისე, გაითვალისწინეთ, რომ ზოგადად ტკბილი სასმელების (და არა მხოლოდ კოკა-კოლას) ჭარბად მოხმარება არ არის კარგი კბილების მინანქრისთვის.
მითი # 5: კოკა-კოლას ტანზე თუ წავისვამთ, კარგად გავირუჯებით
სიცრუე
ეს არამარტო დიდი ტყუილია, არამედ მავნებელიცაა თქვენი ჯანმრთელობისთვის. კოკა-კოლას მზისგან დაცვის ნულოვანი ფაქტორი აქვს, რაც გასაკვირი არ არის – ის ხომ სასმელია და არა გასარუჯი საშუალება. მზის დამცავი საცხის გარეშე გარუჯვა კი, აზიანებს თქვენს კანს. აქვე, ყოველი შემთხვევისთვის, იმასაც შეგახსენებთ, რომ არც ლეღვის ნახარშის წასმა არ შეიძლება გასარუჯად.
მითი # 6: კოკა-კოლას ფორმულა ბანკის სეიფში ინახება
ნაწილობრივ მართალია
კოკა-კოლა შემდეგი ძირითადი ინგრედიენტებისგან შედგება: გაფილტრული, გაზიანი წყალი, შაქარი, ნატურალური სახამებელი, ორთოფოსფორმჟავა, ნატურალური არომატიზატორები, კოფეინი.
თუმცა, გარდა ამისა, მის შემადგენლობაშია საიდუმლო „სუნელები“, რომლებიც კომერციული საიდუმლოა და რომლებიც აძლევს ამ სასმელს განუმეორებელ, სხვებისგან გამორჩეულ გემოს. შემადგენლობის ორიგინალური ასლი წლების განმავლობაში ატლანტაში, SunTrust Banks -ის საცავში ინახებოდა, 2011 წლიდან კი რეცეპტი ატლანტაში, კოკა-კოლას სათავო ოფისში სპეციალურ სეიფში გადაიტანეს.