ახალი ამბები, რეპორტაჟი, ფოტო/ვიდეო - 2020 წლის 28 სექტემბერს, ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები
-
მოხალისეები და ჰუმანიტარული დახმარება ერევნიდან ყარაბაღში მიემართება
ათასობით მოხალისემ უკვე შეავსო მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის რიგები, ამის შესახებ, Facebook-ის საკუთარ გვერდზე, ყარაბაღის პრეზიდენტმა, არაიკ არუთუნიანმა დაწერა.
პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად გამოცხადებული მობილიზაციისა, მოხალისეები საკუთარ სამხედრო კომისარიატებში უფრო ადრე მიდიან, ვიდრე გაწვევას მიიღებენ.
„ბევრი ადამიანი ჩამოვიდა სომხეთიდან, არის ათასობით განაცხადი დიასპორისგან“.
28 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯავახეთში (საქართველოში) მცხოვრებ სომხებს ყარაბაღში მოხალისეებად უნდათ წასვლა.
მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად მზად არის ასობით სომეხი რუსეთიდან, ამის შესახებ რუსეთის სომეხთა კავშირის ლიდერმა, არა აბრამიანმა განაცხადა.
„დღეისათვის უკვე არის, დაახლოებით, ოცი ათასი ასეთი მოხალისე. მაგრამ ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ ჯერჯერობით ასეთი აუცილებლობა არ არის“, – აღნიშნა აბრამიანმა.
ყარაბაღისთვის მხარდაჭერის სახით, ერევანში ასევე ორგანიზება გაუწიეს ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებას. ადამიანებს ძირითადად მიაქვთ წამლები, პირადი ჰიგიენის ნივთები, სიგარეტები, საჭმელი და სასმელი წყალი.
დახმარებისთვის განკუთვნილ ყუთებზე ადამიანები ჯარისკაცების მხარდამჭერ სიტყვებს წერენ: „ძმებო, თქვენთან ვართ“, „გავიმარჯვებთ“, „თურქებს ისევ არაფერი გამოუვათ“.
-
კიდევ ორი დაღუპული აზერბაიჯანში, მშვიდობიან მოსახლეობას შორის, სულ რვა გარდაცვლილი სოფლის მცხოვრები
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, ტერტერის რაიონის სოფელ შიხ არხზე სომხეთის შეიარაღებული ძლების მიერ ზარბაზნებიდან განხორციელებული დარტყმების შედეგად, დაიღუპა ორი ძმა, ხალიგ და ელშან აბასოვები. კიდევ ორი ადამიანი დაიჭრა.
რვა გარდაცვლილი და 14 დაჭრილი მშვიდობიან მოსახლეობას შორის – ეს არის ოფიციალური ინფორმაცია აზერბაიჯანში, ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსხვერპლის შესახებ, რომელიც 27 სექტემბრის დილას დაიწყო. სამხედროებს შორის დაღუპულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. საგამოძიებო ცენტრი „ხაზარი“ 11 აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების შესახებ წერს.
ვიდეო სოფელ შიხ არხიდან:
-
ფოტორეპორტაჟი ყარაბაღის ქალაქიდან, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ
მთიან ყარაბაღში ქალაქი მარტუნი უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში, აზერბაიჯანული ცეცხლის მთავარი სამიზნე გახდა. პერიოდულად აქ სიგნალებს რთავენ.
სწორედ აქ, 27 სექტემბერს, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან განხორციელებული დაბომბვის დროს დაიღუპა ბებია და მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რამდენიმე ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.
ქალაქი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშე ცხოვრობს.
გიჩვენებთ, როგორ გამოიყურება მარტუნი ახლა.
-
თურქეთის პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა დასავლეთი და მოითხოვა, „პასუხისმგებლობა დაეკისროს ოკუპანტს - სომხეთს“
28 სექტემბერს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ძალიან მკაცრი განცხადებით გამოვიდა მთიან ყარაბაღში შექმნილი დაძაბული ვითარების შესახებ.
რამდენიმე ძირითადი თეზისი მისი ნახევარსაათიანი გამოსვლიდან:
„ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები – აშშ, რუსეთი და საფრანგეთი – უკვე, თითქმის 30 წელია ვერ ახერხებენ კონფლიქტის გადაჭრას. პირიქით, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პრობლემა გაიჭიანურდეს. ახლა, კი იგივე ქვეყნები ცდილობენ ასწავლონ კონფლიქტის მხარეებს და პერიოდულად ემუქრებიან კიდეც.
აზერბაიჯანში, უკვე 30 წელია გისმენდნენ თქვენ და სწრაფი დარეგულირების იმედი ჰქონდათ. მაგრამ ვისი მიწებია ოკუპირებული? აზერბაიჯანის მიწები! ამ ფაქტს თანათავმჯდომარე ქვეყნებიც აღიარებენ.
მონაწილეობს თურქეთი კონფლიქტში? არიან თურქი სამხედროები კონფლიქტის ზონაში (ყარაბაღში)? ამ კითხვებს სვამენ ისინი, ვინც იარაღით დატვირთული ათასობით სატვირთო დააყენა ჩრდილოეთ სირიაში.
მათ სექტორებად დაყვეს ჩრდილოეთ სირია და იქ სამხედრო ბაზები შექმნეს (…) ახლა, იგივე ადამიანები სვამენ კითხვას კავკასიაში თურქი სამხედროების ყოფნისა და თურქული იარაღის მიწოდების შესახებ. რა დამახინჯებული წარმოდგენებია? თითქოს, პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ვალდებული იყოს, მათ ანგარიში ჩააბაროს.
აზერბაიჯანში, მშობლიური სახლიდან მოშორებით მილიონზე მეტი დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს. ამასთან, არავინ სთხოვს პასუხს ოკუპანტს – სომხეთის სახით. აზერბაიჯანმა განაცხადა, „საკმარისია! დრო მოვიდა პასუხი მოვთხოვოთ“ და პრობლემას საკუთარი ძალებით ჭრის.
მოვიდა დრო, დამთავრდეს რეგიონში კრიზისი, რომელიც სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე აზერბაიჯანული რაიონების ოკუპაციით დაიწყო.
ოკუპირებული აზერბაიჯანული მიწების დაუყოვნებლივი გათავისუფლება გზას გაუხსნის მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში. ნებისმიერი სხვა ინიციატივა ან მცდელობა, აიძულონ მხარეები ვითარების დარეგულირება, უკანონო და უსამართლოა და მხოლოდ სომხეთის ინტერესებს შეესაბამება“.
-
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აღდერეს (მარდაკერტის) მიმართულებით ბრძოლების შესახებ, ვიდეო
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ აღდერეს (მარდაკერტის) მიმართულებით ბრძოლების შესახებ განაცხადა და ვიდეო გამოაქვეყნა
-
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აღდერეს (მარდაკერტის) მიმართულებით ბრძოლების შესახებ, ვიდეო
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ აღდერეს (მარდაკერტის) მიმართულებით ბრძოლების შესახებ განაცხადა და ვიდეო გამოაქვეყნა
-
ყარაბაღში, დაღუპულთა ახალი, 28-კაციანი სია გამოაქვეყნეს
ყარაბაღში, 28 სექტემბერს, საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა ახალი, 28-კაციანი სია გამოაქვეყნეს. მათი უმრავლესობის ასაკი 18-22 წელია.
სულ, სომხური მხარიდან, 59 ადამიანი გარდაიცვალა.
ოფიციალური ინფორმაცია აზერბაიჯანელი სამხედროების დაღუპვის შესახებ არ ვრცელდება, არსებობს ცნობები 11 გარდაცვლილის შესახებ, რომელიც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე დაყრდნობით, აზერბაიჯანულმა საგამოძიებო ცენტრმა, „ხაზარმა“ შეადგინა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროები უარყოფენ ერთმანეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოწინააღმდეგე მხარეს ასობით დაღუპულის შესახებ.
-
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო: „სხვადასხვა ინტენსივობის ბრძოლები მიმდინარეობს
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი აცხადებს:
„თავდაცვის არმიის ნაწილები სხვადასხვა მონაკვეთზე, წარმატებით ახორციელებენ სადამსჯელო მოქმედებებს. ჩვენ სამხედრო მოსამსახურეებს მაღალი საბრძოლო სული აქვთ“. შუშან სტეპანიანმა ასევე გამოაქვეყნა ახალი ვიდეო, სადაც ასახულია აზერბაიჯანული სამხედრო ტექნიკის განადგურება
Ադրբեջանական զինտեխնիկայի հերթական խոցումները:Տարբեր ինտենիսվությամբ մարտեր են ընթանում։ Արցախի ՊԲ ստորաբաժանումները առանձին հատվածներում հաջողությամբ իրականացնում են պատժիչ գործողություններ։ Մեր զինծառայողների մարտական ոգին բարձր է։More destructions of Azerbaijani military equipment. Fights of various intensity are raging on. Defense Army units carry out successful counter actions in separate sections. The fighting spirit of our servicemen is high.Очередные поражения азербайджанской военной техники. Ведутся бои с разной интенсивностью. Подразделения Армии обороны на отдельных участках успешно осуществляют карательные действия. Боевой дух наших военнослужащих высок.
Posted by Shushan Stepanyan on ორშაბათი, 28 სექტემბერი, 2020
-
„თურქეთი დაქირავებულ მებრძოლებს ამუშავებს და აზერბაიჯანში გზავნის“ - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა განაცხადა, რომ ამის სარწმუნო მტკიცებულებები არსებობს. ანა ნაგდალიანის თქმით, აზერბაიჯანელი მებრძოლების გვერდით, თურქი სამხედრო ინსტრუქტორები იბრძვიან, რომლებიც თურქულ შეიარაღებას იყენებენ – უპილოტო საფრენ აპარატებსა და საბრძოლო თვითმფრინავებს.
პრესმდივანმა განაცხადა, რომ სომხეთის სახმელეთო ბლოკადის შემდეგ, თურქეთი პირდაპირ ჩაერთო სამხედრო ოპერაციებში
-
„ყარაბაღში სირიიდან დაქირავებულ მებრძოლებს იყენებენ“ - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო
„დაზვერვის მონაცემების თანახმად, მოწინააღმდეგე სირიიდან და სხვა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოყვანილ დაქირავებულ მებრძოლებს იყენებს“, – განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ვაგიფ დარგახლიმ.
„ამ მიზეზის გამო, სომხური მხარე მალავს დაღუპულთა რაოდენობას, რადგან გარდაცვლილები დაქირავებულები არიან და მათ მონაცემებში არ ითვალისწინებენ“, – აღნიშნა დარგახლიმ.
-
აზერბაიჯანში, მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდ
ამის შესახებ, ბაქოში გამართულ ბრიფინგზე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანში, ტერნერის რაიონში, დაბომბვის ქვეშ მოჰყვა „სასწრაფოს“ მანქანა. მომხდარის შედეგად, დაიჭრა მძღოლი, 52 წლის განბარ ასადოვი.
-
სომეხი ექსპერტი სომეხი სამხედროების პოზიციებსა და აზერბაიჯანელი გენერლის ტყვეობაზე
სომეხი სამხედრო ექსპერტის, არცრუნ ოვანისიანის ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით პოზიციების გაუმჯობესება მოახერხეს. თუმცა, აზერბაიჯანული მხარე კონტრშეტევებს აგრძელებდა.
„დილით ადრე, არტილერიის, მათ შორის მძიმე არტილერიის გამოყენებით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა შეტევითი მოქმედებები განაახლეს. ბრძოლები გრძელდება“.
ოვანისიანმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანულ მხარეს მოწინააღმდეგისთვის არ მიუმართავს საკუთარი სამხედროების ცხედრების გატანის თხოვნით:
„თავდაცვის არმიამ გამოქვეყნა ვიდეო, სადაც დაღუპული აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები ჩანს. ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ჩვენ მხარეს, რამდენიმე ათეული ცხედარი დარჩა“.
კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ის ცნობას აზერბაიჯანელი გენერლის, მაის ბარხუდაროვის ტყვედ აყვანის შესახებ, ოვანისიანმა უპასუხა, რომ ამ დროისთვის, სომხურ მხარეს ცოცხალი აზერბაიჯანელი სამხედროები არ არიან.
„მაგრამ, რადგან ბევრი აზერბაიჯანელი სამხედროს ცხედარია, არ შემიძლია საბოლოოდ უარვყო ან დავადასტურო რაიმე ინფორმაცია“.
(ვიდეოზე ჩანს აზერბაიჯანული უპილოტო თვითმფრინავის ნაწილები, რომელიც კვირას, სომხეთში, გეღარქუნიქის პროვინციის ქალაქ ვარდენისთან ჩამოაგდეს)
-
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყარაბაღში, დასახლებული პუნქტები ცეცხლის ქვეშაა
სამხედრო ექსპერტი არცრუნ ოვანისიანი იტყობინება, რომ აზერბაიჯანული მხარე დასახლებულ პუნქტებს ბომბავს, კერძოდ, ქალაქ მარდაკერტს. აზერბაიჯანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სომხური მხარიდან ასობით ადამიანი დაიღუპა, მან სიცრუე უწოდა: „ყველა დადასტურებული მონაცემი გვარებით ჯამდება… ჩვენ ყველაფერს ვამბობთ. ასობით დაღუპული ნამდვილად არ გვყავს“.
თუმცა, ოვანისიანმა 200 დაჭრილის შესახებ ისაუბრა.
ისინი სხვადასხვა სამხედრო ჰოსპიტალებსა და სამოქალაქო საავადმყოფოებში არიან მოთავსებული. -
ყარაბაღის არმიამ რიგ პოზიციებზე კონტროლი დაიბრუნა
მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით, შეხების ხაზზე, ინტენსიური ბრძოლები გრძელდებოდა.
“თავდაცვის არმიის ნაწილების კონტრშეტევის შედეგად, მოწინააღმდეგემ ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დიდი დანაკარგი განიცადა, თავდაცვის არმიამ კი კონტროლი დაიბრუნა რიგ დაკარგულ პოზიციებზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
Հակառակորդը, մարդկային և զինտեխնիկայի մեծ կորուստներից սարսափած, այսօր ժամը 07:30-ի սահմաններում հարավարևելյան ուղղությամբ կիրառել է ծանր «ՏՕՍ» հրանետ։ Նշված զինատեսակի կիրառումից հայկական կողմը կորուստ չունի:Противник, ужаснувшись значительными потерями в живой силе и военной технике, сегодня в районе 7:30 применил на юго-восточном направлении тяжелую огнеметную систему «ТОС».У армянской стороны от применения «ТОС» потерь нет.Today at around 07:30, horrified by their huge manpower and equipment losses, the adversary used the TOS heavy artillery system at the south-eastern direction. The Armenian side doesn’t have any losses from the shelling.
Posted by Shushan Stepanyan on ორშაბათი, 28 სექტემბერი, 2020
-
აზერბაიჯანში, მობილიზაცია გამოცხადდა
აზერბაიჯანში, ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, განკარგულებას ხელი 28 სექტემბერს, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოაწერა.
მთელ ქვეყანაში მოქმედებს საომარი მდგომარეობა და კომენდანტის საათი საღამოს 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე დედაქალაქ ბაქოში, ქალაქებში – განჯაში, გოიგოლში, ევლახსა და კიდევ რამდენიმე რაიონში.
27 სექტემბერს, საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია გამოცხადდა სომხეთსა და ყარაბაღში.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყარაბაღში „გრძელდება ბრძოლები ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად“.
-
აზერბაიჯანში, მთლიანად გამორთულია ინტერნეტი - „სომხეთის ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღსაკვეთად“
27 სექტემბრიდან, აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე, ინტერნეტი გამორთული აქვთ სახელმწიფო ოპერატორების Baktelekom-ისა და Aztelekom-ის მომხმარებლებს – „სომხეთის ფართომასშტაბიანი პროვოკაციის აღსაკვეთად“.
სხვა პროვაიდერები შეზღუდვებით მუშაობენ – სოციალური ქსელების მესენჯერებსა და ზოგიერთ სოციალურ ქსელთან, მაგალითად, ინსტაგრამთან წვდომა სრულად აკრძალულია.
ბევრი ადამიანი ინტერნეტთან დაკავშირებას VPN სერვისების დახმარებით ცდილობს.
-
ყარაბაღში, 31 დაღუპულის სია გამოქვეყნდა
ყარაბაღში, 27 სექტემბერს, სამხედრო შეტაკებების დროს დაღუპული 31 ადამიანის სია გამოქვეყნდა. მათი უმრავლესობის ასაკი 18-22 წელია.
აზერბაიჯანელი სამხედროების დაღუპვის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, გავრცელდა ცნობები მხოლოდ 11 გარდაცვლილის შესახებ, რომელიც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე, აზერბაიჯანულმა საგამოძიებო ცენტრმა „ხაზარმა“ შეადგინა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროები უარყოფენ ერთმანეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მოწინააღმდეგე მხარეს ასობით დაღუპულის შესახებ.
-
11 დაღუპული აზერბაიჯანის მხრიდან, საგამოძიებო ცენტრ „ხაზარის“ მონაცემები
აზერბაიჯანულმა საგამოძიებო ცენტრმა „ხაზარმა“ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების საფუძველზე შეადგინა აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეების სია, რომლებიც 27 სექტემბერს, ყარაბაღში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს დაიღუპნენ.
11-კაციანი სია, მათგან მინიმუმ ხუთი ადამიანი 18-22 წლისაა.
ყარაბაღში, ოფიციალურად გამოქვეყნდა 27 სექტემბრის შეტაკებების დროს დაღუპული 16 ადამიანის სია.
სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროები უარყოფენ ერთმანეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოწინააღმდეგე მხარეს ასობით დაღუპულის შესახებ.
ავიაკომპანია აზალმა განაცხადა, რომ 30 სექტემბრამდე, აზერბაიჯანის აეროპორტები წყვეტენ რეგულარული სამგზავრო ავიარეისების მიღებას.
27 სექტემბერს, გვიან საღამოს, აზერბაიჯანში, სალიანის რაიონში (ბაქოდან 120 კმ.), გაიმართა დაღუპული 21 წლის აზერბაიჯანელი ჯარისკაცის, ელმირ მამედოვის დაკრძალვა. ის ნავთობის აკადემიის კურსდამთავრებული იყო.
ცხედრის დახვედრის ამსახველი ვიდეო სოციალური ქსელიდან:
21 yaşlı şəhid Elmir Arzu oğlu Məmmədov Salyanda alqışlarla qarşılandı…
Posted by Emil B. Memmedov on კვირა, 27 სექტემბერი, 2020
-
ახალი ამბები, რეპორტაჟი, ფოტო/ვიდეო - 2020 წლის 27 სექტემბერს, ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები
27 სექტემბერს, დილის 7 საათზე, მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე. ვრცელდება ინფორმაცია ორივე მხრიდან ათობით დაღუპულისა და დაჭრილის შესახებ, როგორც სამხედროებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას შორის.