"NGO არის ხელოვნური ფენომენი" - გრანტების მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება
გაზიარება
გაზიარება
გრანტების მართვის სააგენტო
ირაკლი კობახიძის განცხადებით, გრანტების მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება. მისი თქმით, სააგენტო “მილევად რეჟიმშია”. სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ზოდელავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნება.
“ქართულმა ოცნებამ” სააგენტო გასული წლის თებერვალში შექმნა და მისი მიზანი უნდა ყოფილიყო: “საქართველოს ბიუჯეტით საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომელთა საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან”.
სააგენტოს შექმნის შემდეგ „ქართული ოცნების“ მთავრობაში განაცხადეს, რომ სამთავრობო საგრანტო ფონდით მხოლოდ ის ორგანიზაციები ისარგებლებენ, რომლებიც ე.წ. რუსულ კანონს დაემორჩილებოდნენ და „უცხოური ინტერესების გავლენის გამტარებად“ დარეგისტრირდებოდნენ.
“NGO არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც არის მოგონილი ხელოვნურად, უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის. როდესაც ჩვენ შევქმენით შესაბამისი სააგენტო, გამოჩნდა, რომ ეს ასეა.
NGO, თავისთავად, არის ხელოვნური ფენომენი. ენჯეოს ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს ერთი სახელმწიფოს ინტერვენცია მეორე სახელმწიფოში. ამისთვის მოიგონეს NGO- ები თავის დროზე.
ერთი საუკუნის წინ NGO- ები არ არსებობდნენ. შემდეგ მოიგონეს და NGO-ებს იყენებდნენ, როგორც უცხოური ინტერვენციის მთავარ ინსტრუმენტს. ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ მოვიგონოთ NGO- ები და ასეთი რამ დავაფინანსოთ, ასეთი რამ არასწორია, შესაბამისად, ამის გამო მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება”, – თქვა კობახიძემ.