აშშ სამართალდამცავებსა და მუნიციპალური თანამდებობის პირებს სამოგზაურო შეზღუდვას დაუწესებს
აშშ-ს სანქციები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სამართალდამცავებსა და მუნიციპალური თანამდებობის პირებს სამოგზაურო შეზღუდვას დაუწესებს. ეს ხდება იმის პარალელურად, რომ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და გდდ-ს ხელმძღვანელის მოადგილე, მირზე კეზევაძე მაგნიტსკის სიაში შეიყვანეს.
სანქციები უწესდებათ ძალოვნებს, რომლებიც „მონაწილეობდნენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში“ და „მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს უფლებამოსილება ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით“.
როგორც დეპარტამენტი აღნიშნავს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია ბრუტალურ და ძალადობრივ ქმედებებზე მედიის, ოპოზიციისა და დემონსტრანტების მიმართ 2024 წლის აქციების პერიოდში:
სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ნაბიჯებს დგამს, რათა დამატებითი სამოგზაურო შეზღუდვა დაუწესოს სხვა ქართველ საჯარო პირებსა და მათ ოჯახებს; სია მოიცავს სამართალდამცავებსა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, ვინც ძალადობდა დემონსტრანტებზე, ასევე მუნიციპალური მთავრობის თანამდებობის პირებს, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს ძალაუფლება ფუნდამენტური თავისუფლებების შესაზღუდად, მათ შორის იძულებისა და დაშინების გარეშე უფლების შესაზღუდად.
“შეერთებული შტატები გმობს საქართველოს მთავრობის მიერ სასტიკი და გაუმართლებელი ძალის გამოყენებას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, უსაფრთხოების ძალების და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალს და ვაგრძელებთ პასუხისგებაში იმათ მიცემას, ვინც მონაწილეობს ადამიანის უფლებების დარღვევაში და ძირს უთხრის მათ დემოკრატიულ მომავალს”, – აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტი.
დღეს აშშ-მ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე მაგნიტსკის სიაში შეიყვანა. სახაზინო დეპარტამენტმა გომელაურსა და კეზევაძეს სანქციები მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციისა და დემონსტრანტების მიმართ სასტიკის რეპრესიების გამო დაუწესა. როგორც დეპარტამენტი მიუთითებს, აღნიშნული ქმედება გაერთიანებულ სამეფოსთან იყო შეთანხმებული.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გომელაურსა და კეზევაძეს სანქციები მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციისა და დემონსტრანტების მიმართ სასტიკის რეპრესიების გამო დაუწესა. როგორც დეპარტამენტი მიუთითებს, აღნიშნული ქმედება გაერთიანებულ სამეფოსთან იყო შეთანხმებული.
ასევე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ, 19 დეკემბერს, ხუთ ქართველ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. დასანქცირებულთა შორის არიან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და მისი მოადგილე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი “ხარება” და მისი მოადგილე და თბილისის პოლიციის უფროსი.
ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, ეს ხუთი ქართველი მაღალჩინოსანი პასუხისმგებელია ჟურნალისტებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმებზე.