სააპელაციომ გააუქმა გორის სასამართლოს გადაწყვეტილება და ISFED-ის სარჩელები არ დააკმაყოფილა
გაზიარება
გაზიარება
გორის სასამართლოს გადაწყვეტილება
სააპელაციო სასამართლომ “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) არც ერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა. გარდა ამისა, გააუქმა გორის სასამართლოს გადაწყვეტილება 15 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლაზე.
პარალელურად სააპელაციოში სხვა საქმეებზეც მიმდინარეობს სხდომები, სააპელაციოსთან კი იმართება ოპოზიციისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია.
4 ნოემბერს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო გერგაულმა დააკმაყოფილა“სამართლიანი არჩევების” მოთხოვნა და საოლქო საარჩევნო კომისიას 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლა დაავალა. ეს გადაწყვეტილება სააპელაციოში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაასაჩივრა.
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ თეთრიწყაროს და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები 4 ნოემბერს გააბათილა. მისი თქმით, ელექტრონული წესით ჩატარებულ არჩევნებზე ხმის ფარულობა დაირღვა. ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, საუბარია 30 უბანზე.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველო ახალი, სრულიად განსხვავებული რეალობის წინაშე აღმოჩნდა.
არჩევნებში ხმების უმრავლესობა – თითქმის 54 პროცენტი “ქართულმა ოცნებამ მიიღო. ეს 12 პროცენტით მეტია ეგზიტპოლის შედეგზე. ამ მონაცემების არ სჯერა არც ადგილობრივ დამკვირვებლებს და არც საერთაშორისო თანამეგობრობას. დამკვირვებლების და ექსპერტების მიერ აღმოჩენილმა ათასობით დარღვევამ და გაყალბების სისტემურმა სქემამ არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.
საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და მათ ლეგიტიმურობას ეჭვის ქვეშ აყენებს. ერთადერთი ევროპელი ლიდერი, რომელმაც საპარლამენტო არჩევნები აღიარა, ვიქტორ ორბანია. საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მთავრობის კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეაჩერეს, მწვავე განცხადებების ისმის აშშ-დანაც.