2020 წელს საქართველოს მოსახლეობამ ყველაზე ნაკლები თანხა განათლებაზე დახარჯა
ფულადი ხარჯების პროცენტული განაწილების მიხედვით, 2020 წელს საქართველოს მოსახლეობამ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე თითქმის ორჯერ მეტი, ტრანსპორტზე კი ხუთჯერ მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე განათლებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი აქვეყნებს.
თუ 2019 წელს განათლებაზე საქართველოს მოსახლეობამ შემოსავლების 2,8% დახარჯა, პანდემიის დროს ეს მაჩვენებელი ორ პროცენტამდე დაეცა.
სამომხმარებლო ფულად ხარჯებში ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე მოდის, რაც მთლიანობაში 42.1%-ს შეადგენს.
2020 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1 127.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 7.6 პროცენტით ნაკლებია.
___________________________________
● მიტოვებული ბიბლიოთეკები სამეგრელოში. რატომ ვერ იზიდავს ისინი ახალგაზრდებს?
● იუნისეფის კვლევაში მონაწილე ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს
● ძალადობა სკოლებში. სად არის გამოსავალი? – კითხვას პასუხობენ ფსიქოლოგები, მოსწავლეები და ექსპერტები
● როგორ უმკლავდებიან პანდემიას შშმ ბავშვები და მათი მშობლები
_________________________________
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში 6-დან 16 წლამდე 10 404 მოზარდს სკოლაში არასდროს უვლია.
სამინისტროს ცნობით, ასეთი ბავშვები მოსახლეობის 1.7%-ია; მათ არ აქვთ საგანმანათლებლო ისტორია და არ არიან საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაში.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დრომდე ქვეყანაში არ არსებობდა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სისტემა და არც რაიმე მექანიზმი, ასეთი მოზარდების განათლების სისტემაში დასაბრუნებლად.
სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიცირებისა და მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა 2020 წლის სექტემბერში დამტკიცდა.