როგორ დაამახსოვრდება მსოფლიოს 2018 წელი
რა მოვლენებს დაუთმო მსოფლიო მედიამ 2018 წელს ყველაზე დიდი ყურადღება დაუთმო?
ბრიტანეთი და ევროკავშირი: განქორწინება გაჭიანურდა
ამ შემთხვევაში, ჩვენ, ალბათ, უნდა ვისაუბროთ მოვლენის არარსებობაზე. დიდმა ბრიტანეთმა ჯერ კიდევ 2016 წლის მაისში ჩაატარა რეფერენდუმი, სადაც უმრავლესობამ ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. თუმცა, მას შემდეგ ვერ მოხერხდა ისეთი გეგმის შემუშავება, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს – ხელისუფლებას, ოპოზიციასა და ევროკავშირის ქვეყნებს.
• ლონდონში ასეულ ათასობით ადამიანი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას აპროტესტებს
ხელისუფლების მიერ შემუშავებულ გეგმაზე გადამწყვეტი კენჭისყრა ბრიტანეთის პარლამენტში 2019 წლის თებერვალში გაიმართება. თუკი გეგმა ჩავარდება, ორი გზა დარჩება. ან ბრიტანეთი შეთანხმების გარეშე დატოვებს ევროკავშირს – რაც მის ეკონომიკას უზარმაზარ ზიანს მიაყენებს, ან განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება ქვეყნის ევროკავშირში დარჩენაზე.
პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებული გამოძიება მთავრდება
ამერიკის შეერთებულ შტატებში დასასრულს უახლოვდება გამოძიება, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის რუსეთთან შესაძლო შეთქმულებას უკავშირდება. გასულ წელს, სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა თანამშრომლობა მოახერხა გამოძიებისთვის ისეთ საკვანძო ფიგურებთან, როგორებიც არიან ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი, ტრამპის ყოფილი პირადი იურისტი კოენი და წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი.
• შეიძლება თუ არა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის აგენტი აღმოჩნდეს?
ამერიკული მედიის ინფორმაციით, 2019 წლის თებერვლის შუაში, პროკურორი მიულერი გამოძიებას დაასრულებს და ანგარიშს კონგრესს გადაუგზავნის.
ჯამალ ხაშოგის მკვლელობა
ოპოზიციონერი საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი, რომელიც სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში, ქორწინებისთვის საჭირო დოკუმენტებისთვის მივიდა, სპეცსამსახურების თანამშრომლებმა სასტიკად მოკლეს. ამის საპასუხოდ ბევრმა ქვეყანამ საუდის არაბეთს სანქციები დაუწესა.
საფრანგეთი: „ყვითელი ჟილეტები“ იგებენ
2018 წლის შემოდგომაზე, პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციების პროვოცირება ხელისუფლების მიერ საავტომობილო საწვავის ფასის გაზრდის თაობაზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია. ამის საპასუხოდ გამართული საპროტესტო აქციები 1968 წლის შემდეგ ყველაზე მრავალრიცხოვანი აღმოჩნდა. რამდენიმე შემთხვევაში ის პოლიციასთან აგრესიულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
• ვინ არიან „ყვითელი ჟილეტები“ და რატომ აწყობენ საფრანგეთში მასობრივ არეულობებს
მომიტინგეების ზეწოლის შედეგად – ახალ მოძრაობას ყვითელი ჟილეტები დაარქვეს, რომლის ტარებაც აუცილებელია ფრანგი მძღოლებისთვის – პრეზიდენტმა მაკრონმა თავისი გადაწყვეტილება გააუქმა და მოლაპარაკებები დაიწყო.
ანგელა მერკელი გერმანიის ლიდერი აღარ არის
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მმართველი პარტიის – ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარის პოსტი დატოვა და კანცლერის პოსტზე ახალი ვადით კენჭს აღარ იყრის.
მერკელი კანცლერის პოსტს 2005 წლიდან იკავებს.
პარტიაში მისი შემცვლელი ზაარის მხარის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი გახდა. ორი წლის შემდეგ პარტიის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ის კანცლერის პოსტს დაიკავებს.
გერმანული მედიის შეფასებით, მერკელისგან მისი მთავარი განმასხვავებელი – რუსეთსა და მის პრეზიდენტთან უფრო კრიტიკული დამოკიდებულებაა.
კლიმატური ცვლილებები: ზომების მისაღებად 12 წელი დარჩა
2018 წლის მიწურულს, გაეროს გენერალური მდივნის მიერ შექმნილი კლიმატური ცვლილებების შემსწავლელი სპეციალური სამეცნიერო ჯგუფის ანგარიში გამოქვეყნდა.
ეს ანგარიში მსოფლიოს მთავარ სენსაციად იქცა. მისი ავტორები ირწმუნებიან, რომ კაცობრიობას 12 წელი დარჩა და თუკი ის 2030 წლამდე რადიკალურად არ შეამცირებს მავნე გამონაბოლქვებს ატმოსფეროში, დედამიწაზე ცხოვრება არნახულად შეიცვლება.
მოძრაობა #MeToo
ეს მოძრაობა აშშ-ში მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. მთელი წლის განმავლობაში ამ კამპანიას მსოფლიოში მილიონობით ქალი შეუერთდა.
აშშ-მ ირანთან ბირთვული შეთანხმება დატოვა
შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა და ირანის მხრიდან ბირთვული იარაღის შექმნაზე უარის თქმის სანაცვლოდ, ეკონომიკური სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა.
აშშ-ს არცერთი სხვა ქვეყანა არ შეუერთდა, მიუხედავად ამერიკული სანქციების დაწესების საფრთხისა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ირანთან კავშირს ინარჩუნებენ.
უკრაინისა და რუსეთის ურთიერთობის მკვეთრი გამწვავება
МВС України спецзасобами отримало доступ до відео провокації -тарана російського прикордонного корабля “Дон” українського судна. Перехоплене відео знято російськими, чутні команди – це піде доказом в міжнародний суд!
Агресія! Гуртуемось та очікуємо реакції дружніх країн! pic.twitter.com/f0e9hFB1BT— Arsen Avakov (@AvakovArsen) November 25, 2018
2018 წლის ნოემბერში რუსმა მესაზღვრეებმა შეუტიეს და დაიპყრეს სამი რუსული სამხედრო ხომალდი. სამი უკრაინელი მეზღვაური დაიჭრა. საერთო ჯამში 24 ადამიანი დააკავეს და რუსეთის ციხეში მოათავსეს. ეს ქერჩის სრუტეში მოხდა, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, ორი ქვეყნის საერთო მოხმარების აკვატორიად ითვლება.
• რუსეთმა უკრაინულ ხომალდებს ცეცხლი გაუხსნა. არიან დაჭრილები
პუტინი – მეოთხედაა რუსეთის პრეზიდენტი
ვლადიმირ პუტინი მეოთხედ გახდა რუსეთის პრეზიდენტი. ეს მოხდა იმის მიუხედავად, რომ კონსტიტუციის თანახმად ერთ პირს ორ ვადაზე მეტით ამ პოსტის დაკავება არ შეუძლია.
• რას უნდა ელოდეს რუსეთი და მსოფლიო ვლადიმირ პუტინის გამარჯვებისგან?
ჩრდილოეთი და სამხრეთი კორეა საომარი მდგომარეობიდან გამოდიან
ჩრდილოეთმა და სამხრეთმა კორეამ განაცხადეს, რომ აპირებენ ფორმალურად შეწყვიტონ საომარი მდგომარეობა, რომელშიც ისინი 1953 წლიდან არიან. 2018 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიალზე ამ ორი ქვეყნის გუნდები ერთი დროშის ქვეშ გამოვიდნენ.
მეგან მარკლი – პირველად ინგლისური სამეფო ოჯახის ისტორიაში
ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი ინგლისის პრინცის, ჰარის მეუღლე გახდა. ის ინგლისის სამეფო ოჯახის პირველი ფერადკანიანი წევრია.