აზერბაიჯანმა კორონავირუსის გამო ირანთან საზღვარი ჩაკეტა, ქვეყანაში უკვე სამი დაინფიცირებულია
29 თებერვალს აზერბაიჯანმა ირანთან საზღვარი ორი კვირით ჩაკეტა, რათა კორონავირუსის გავრცელება აღიკვეთოს. მოცემულ მომენტში აზერბაიჯანში დაინფიცირების სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. ერთ-ერთი დაინფიცირებული რუსეთის მოქალაქეა, ორი – აზერბაიჯანის. სამივე ირანიდან ჩამოვიდა.
ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტზე დაყრდნობით Report იუწყება.
ამავდროულად დარჩება კორიდორი, რათა ირანის მოქალაქეებმა აზერბაიჯანიდან გასვლა, აზერბაიჯანის მოქალაქეებმა კი ქვეყანაში შემოსვლა შეძლონ.
იგივე ეხება საჰაერო მიმოსვლასაც – როგორც „აზერბაიჯანული ავიახაზების“ პრეს-სამსახურში იუწყებიან, თეირანი- ბაქოს რეისებზე მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეები დაიშვებიან, ხოლო ბაქო-თეირანის რეისებზე – მხოლოდ ირანის მოქალაქეები.
სამშობლოში დაბრუნების მსურველ აზერბაიჯანის მოქალაქეებს შეუძლიათ თეირანში ან თებრიზში არსებულ საელჩოებს მიმართონ.
• კორონავირუსის მესამე შემთხვევა საქართველოში. დაინფიცირებული ირანიდან ჩამოვიდა
• იტალია, ირანი და კორონავირუსის გავრცელების სხვა ცენტრები – ციფრები, ანალიზი, პროგნოზი