„ნამე“ – ეს არის ისტორია ახალგაზრდა ქართველ გოგონაზე, რომელიც ქვეყნის მთიან რეგიონში ავადმყოფ მოხუც მამასა და სამ ძმასთან ერთად ცხოვრობს. მამა არაჩვეულებრივ უნარს ფლობს და ადამიანებს კურნავს. მისმა არცერთმა ვაჟიშვილმა მისგან ცოდნის მიღება არ მოისურვა. მათ ძალიან განსხვავებული ცხოვრების გზები აირჩიეს – ერთი მოლა გახდა, მეორე – მღვდელი, მესამე კი ფილოსოფიის მასწავლებელი. მხოლოდ ნამემ გადაწყვიტა, მამის გზას გაჰყოლოდა და საკუთარ თავში ადამიანების განკურნების იგივე უნარი აღმოაჩინა. თუმცა ამ უნარს არა მხოლოდ შესაძლებლობები, არამედ, ტრაგედიაც ახლავს თან.
„ნამე“ – ეს არის არაჩვეულებრივი მთებისა და იქ მცხოვრებთა წარმართული ხალხური ტრადიციების სადიდებელი ჰიმნი“, – წერს ფილმის შესახებ Hollywood Reporter.
Spotlight Award-ის ორი სხვა გამარჯვებული გახდნენ – Lukas Dhont ოპერატორული ნამუშევრისთვის ფილმში „Girl“ და Chloé Zhao ოპერატორული ნამუშევრისთვის ფილმში „The Rider“.
ფილმი „ნამე“ 2017 წელს გადაიღეს და მისი რეჟისორი ზაზა ხალვაშია. ფილმმა უკვე რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვა. 2017 წელს ის ოსკარზეც წარადგინეს და ფინალისწინა 87 ფილმის სიაშიც შევიდა, თუმცა, საბოლოოდ გამარჯვებულთა შორის ვერ მოხვდა.