ორწუთიანი ვიდეო იმაზე, თუ როგორ გავიკეთოთ ტატუ ბაქოში
დიზაინერის უნარ-ჩვევები იანას მუშაობაში ეხმარება – იგი თავად იგონებს ნახატებს და კომპოზიციების ინტერნეტში ძებნა არ უწევს.
როგორ ეხამება ერთმანეთს აზერბაიჯანული მენტალიტეტი და ტატუ?
ერთი მხრივ, ბაქოელ გოგონებს შორის ტატუს ოსტატის პროფესია სულაც არ არის პოპულარული – ეს ქალისთვის უჩვეულო და, გარკვეულწილად, შეუფერებელი საქმეა, რადგან მუშაობისას სხვა ადამიანის (ზოგჯერ, მამაკაცის) სხეულს უნდა შეეხოს.
თუმცა, მენტალიტეტს მეორე მხარეც აქვს – და სწორედ ეს მხარე გამოიყენა იანამ თავის პატარა საქმეში. საქმე ისაა, რომ ბევრ აზერბაიჯანელ გოგონას ტატუს გაკეთება უნდა, თუმცა არ სურს, რომ მის სხეულს მამაკაცი ოსტატი შეეხოს.
იანას კლიენტების 70 პროცენტი ქალია. განსხვავებით მამაკაცებისგან, რომლებსაც მხრებზე დემონსტრაციული ტატუების ამოსვირინგება უყვართ, ბაქოელ გოგონებს შორის მაჯებზე და, განსაკუთრებით, ნეკნებზე დატანილი მინიატურული გამოსახულებებია პოპულარული.
ბაქოელები ხშირად უჩივიან სიძვირეს, მაგრამ იანას თქმით, ტატუს ფასები აქ გაცილებით დემოკრატიულია, ვიდრე ევროპაში.