სტალინი, პუტინი, პუშკინი - რუსების გმირები
გამოკითხვაში, რომელიც რუსეთში ლევადა-ცენტრის სოციოლოგებმა ჩაატარეს, დაისვა შეკითხვა: „დაასახლეთ კაცობრიობის ისტორიაში 10 ყველაზე ღირსშესანიშნავი ადამიანი“.
პირველი სამი ადგილი იოსებ სტალინმა, ვლადიმირ პუტინმა და ცნობილმა რუსმა პოეტმა, ალექსანდრ პუშკინმა დაიკავეს.
“gazeta.ru”
სიას ასრულებენ რუსეთის დედოფალი ეკატერინე მეორე, საბჭოთა მარშალი გეორგი ჟუკოვი და ცნობილი რუსი პოეტი მიხაილ ლერმონტოვი.
ყურადღებას იქცევს ის, რომ ღირსშესანიშნავი პიროვნებების მეორე ათეულში ფიგურირებს ალბერტ აინშტაინი (მ-16 ადგილი), თუმცა ის ჩამონათვალში ბრეჟნევის შემდეგ დგას (15).
იმ ადამინების პირველ ათეულში კი, ვისაც რუსები ღირსშესანიშნავ პიროვნებებად მიიჩნევენ, ათი სახელმწიფოს მეთაური მოხვდა, სამიც ლიტერატორი, სამხედრო და კოსმონავტი.
სტალინი დაბეჯითებით იკავებს პირველ ადგილს, და ვლადიმირ პუტინს 4 პროცენტით უსწრებს (38 და 34 შესაბამისად).
სტალინისადმი დადებითი ემოციების ამოხეთქვის მიზეზი ისაა, რომ მოქალაქეების გონებაში ის „ქვეყანაში წესრიგის დამყარებასთან“ ასოცირდება, – უთხრა რუსულ სააგენტო РБК-ს „ლევადა-ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ ალექსეი გრაჟდანკინმა.
„რაც უფრო მწვავედაა საქმე ქვეყანაში – მით უფრო მეტად მოთხოვნადები აღმოჩნდებიან ხოლე მასობრივ ცნობიერებაში მკაცრი პოზიციის მქონე ადამიანები, – მიაჩნია მას, – ახლა დასავლეთთან კონფლიქტისა და ახალი ცივი ომის პერიოდია, ამიტომაც მატულობს ასეთი ადამიანებისადმი სიმპათია“.
ამვდროულად, ბევრი რუსი ჟურნალისტი ყურადღებას ორ გარემოებაზე ამახვილებს:
პირველ რიგში, რუსულ მედიაში რამდენიმე ხნის წინ სტალინის და მისი დროის “გათეთრების” პროპაგანდისტული კამპანია დაიწყო.
და მეორე, ავტორიტარულ საზოგადოებებში სოციოლოგიური გამოკითხვების დროს ადამიანები ხშირად იმას კი არ ამბობენ, რასაც სინამდვილეში ფიქრობენ, არამედ იმას, რაც მათი აზრით, ხელისუფლებას სურს, რომ მათგან მოისმინოს.