ესპანელი აფხაზეთში
ეს ფილმი ჯერ კიდევ 2010 წელს გადაიღეს სტუდიებმა ABREC-მ და “თვითმხილველმა”. მთელი ისტორია თხრობითა და სიმღერით გადმოიცემა სოხუმის სანაპიროზე. ვლადიმირ გაწერელია, მეტსახელად “კარუზო”, დაიბადა ესპანეთში, მაგრამ ახალი მშობლები აფხაზეთში გაიჩინა. მეგობრობდა გენერლებთან და ცნობილ მოჭადრაკეებთან; იჯდა ციხეში; ახლა კი სოხუმის სანაპიროზე ყავას (და არამხოლოდ ყავას) სვამს.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნებულია: 15.04.2016