აზერბაიჯანში სასტუმროების ბიზნესი ვითარდება
ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებით არსებული ახალი ოფიციალური სტატისტიკური მასალა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს:
[yes_list]
- გასულ წელთან შედარებით აზერბაიჯანულმა სასტუმროებმა ერთნახევარჯერ (უფრო ზუსტად კი 42,9%-ით) მეტი სტუმარი მიიღეს.
- ტურისტებმა ქვეყანაში საშუალოდ ორი დღე გაატარეს – ორჯერ მეტი, ვიდრე გასულ წელს.
- ტურისტების დიდი ნაწილი გაბალის რაიონს ესტუმრა – რეგიონს, სადაც არც ისე დიდი ხნის წინ ახალი ტურისტული კომპლექსი გახსნეს. აქ სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებელი 88%-ს შეადგენს.
- პირველი ნახევარწლის შემოსავალი გასული წლის ამავე პერიოდის ანალოგიურ მონაცემებზე 40%-ით მეტია.
- ამჟამად ტურიზმის სფეროში ათი ათასი ადამიანი მუშაობს – ეს რიცხვი 11,8%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს
[/yes_list]
არც ისე დიდი ხნის წინ, გაბალას რაიონსა და შაჰდაღის ეროვნულ პარკში (აზერბაიჯანის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილებში მდებარე რეგიონებში) ტურისტული კომპლექსები (რამდენიმე სასტუმრო და ხელოვნური თოვლის საფარის მქონე სამთო-სათხილამურო კურორტი) გაიხსნა.
ტექსტში გამოყენებული მასალები თოღრულ მაშალლის სტატიიდანაა აღებული