ახალი ევროპარლამენტი - უმრავლესობაში ევროკავშირის მომხრეები არიან
არჩევნების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა: უმრავლესობა – ევროინტეგრაციის მომხრეებს აქვთ.
ყველაზე მეტ ადგილს, სავარაუდოდ, ევროპის სახალხო პარტია მიიღებს – 173.
მეორე პოზიციაზე სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსია – 147 ადგილი.
მესამეზე – საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის კავშირი „ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის“ – 102 ადგილი.
„მწვანეებს“ – 71 ადგილი ერგებათ.
ყველა ეს პარტია – ევროკავშირის ახლანდელი სახით შენარჩუნეების მომხრეა და ისინი ევროპარლამენტის 751 ადგილიდან 493-ს იღებენ.
საფრანგეთისა და იტალიის პოპულისტური და ულტრამემარჯვენე პარტიები, რომლებიც ევროკავშირის წინააღმდეგ გამოდიან, 57 სადეპუტატო მანდატს იღებენ – ეს 2014 წელთან შედარებით ოცით მეტია, მაგრამ აბსოლუტურად არ არის საკმარისი რაიმე კონკრეტული მოქმედებებისთვის.
საფრანგეთში, მარინ ლე პენის, მემარჯვენე „ნაციონალური გაერთიანება“ ევროპარლამენტში ერთი ადგილით მეტს მიიღებს, ვიდრე ემანუელ მაკრონის პარტია „წინ რესპუბლიკა!“: 24 23-ის წინააღმდეგ.
გერმანიაში ანგელა მერკელის ალიანსმა გაიმარჯვა, რომელიც ევროკავშირს უჭერს მხარს, თუმცა, ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა.
კონტექსტი
ეს პლანეტის ყველაზე დიდი საპარლამენტო არჩევნებია – მასში საერთო ჯამში 500 მილიონი ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. როგორც ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, ამ არჩევნების შემდეგ, ევროკავშირში პოლარიზაცია კიდევ უფრო გაძლიერდება.
• ფოტო, ვიდეო და პოლიტიკური კონტექსტი პუტინის ავსტრიული ვოიაჟიდან
• ევროპული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ: სიტყვა და საქმე
კერძოდ, ონლაინჟურნალი Politico ასეთ პროგნოზს აკეთებს (დიდი ბრიტანეთიდან ამომრჩეველთა გამოკლებით):
465 ადგილი – პარტიებს, რომლებიც ევროკავშირს უჭერენ მხარს
255 ადგილი – პარტიებს, რომლებიც ევროკავშირის წინააღმდეგ გამოდიან
რა წყდება ამ არჩევნებზე
ევროკავშირის მომხრეებს შორის ევროპელი ლიდერებიდან პირველ რიგში მოიაზრებენ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.
ევროკავშირის მოწინააღმდეგეებს შორის უპირველეს ყოვლისა ასახელებენ იტალიის პრემიერ-მინისტრს, მატელო სალვინის, ფრანგი ნაციონალისტების ლიდერს, მარინ ლე პენს, დიდ ბრიტანეთში ბრექსიტის მომხრეს, ნაიჯელ ფარაჯასა და პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“.
დაპირისპირების ცენტრში ორი საკითხია, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ევროპელ ამომრჩეველს: უკანონო მიგრაცია და ეკონომიკის მდგომარეობა.
რა შუაშია აქ რუსეთი
ევროპასა და ბრიტანეთში ბევრი მედიასაშუალება პროგნოზირებს, რომ ევროპარლამენტის არჩევნების დროს, რუსეთი შეეცდება, განხეთქილება ჩამოაგდოს.
„პუტინი ევროპარლამენტის არჩევნებს განიხილავს როგორც შესაძლებლობას, აღადგინოს რუსეთის პოზიციები ევროპაში“, – წერს გაზეთი The Telegraph-ი.
Euobserver-ი აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მთავარი სამიზნე გერმანია, საფრანგეთი და იტალია გახდება. ევროკავშირის სწორედ ეს სამი ყველაზე მსხვილი წევრი სახელმწიფო ირჩევს ევროპარლამენტის 751 დეპუტატის მესამედს.
Euobserver-ი წერს, რომ რუსეთმა უკვე გაააქტიურა „ევროსპეკტიკოსი“ პარტიების მხარდაჭერა:
„პუტინის ხელისუფლება ყოველწლიურად 250 მილიონ ფუნტს ხარჯავს დეზინფორმაციაზე, რომლის დიდი ნაწილიც ევროკავშირზე მოდის. კრემლი არჩევნებს განიხილავს, როგორც შანსს, რომ პოლიტიკური განხეთქილება ჩამოაგდოს მთელ კონტინენტზე, ბელარუსსა და ბალტიისპირეთში შესაძლო შეჭრის წინ“.
2017 წელს, ნატომ და ევროკავშირის წევრმა ათმა სახელმწიფომ, საფრანგეთისა და გერმანიის ჩათვლით, ფინეთში კონტრპროპაგანდისტული ცენტრი შექმნეს „ჰიბრიდული საფრთხის“ საწინააღმდეგოდ. Times-ი აღნიშნავს, რომ ნატოს ანალოგიური განყოფილებები მოქმედებს ლატვიაში, ლიეტუვასა და ესტონეთში.
რა არის ევროპარლამენტი?
ევროპარლამენტი – ევროკავშირის საკანონმდებლო საქმიანობაზე პასუხისმგებელი სამი ინსტანციიდან ერთ-ერთია.
ორი დანარჩენი – ევროპის საბჭო და ევროკომისია.
ევროპის საბჭო შედგება ყველა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლისგან, ევროკომისია კი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოა (როგორც მთავრობა). ორივე მათგანს გააჩნია საკანომდებლო ინიციატივის წარდგენის უფლება.
იმისათვის, რომ ევროკავშირში ნებისმიერი კანონი მიიღონ, საჭიროა ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს თანხმობა.
ასევე, ევროპარლამენტის წევრები ირჩევენ ევროკომისიის წარმომადგენლებს.
ევროპარლამენტს აღმასრულებელი ფუნქციები არ გააჩნია, მაგრამ ამ ორგანოს სერიოზული მნიშვნელობა აქვს საერთო პოლიტიკური მიმართულებების განსაზღვრაში.
ევროპარლამენტის ყველაზე ცნობილი ბოლო გადაწყვეტილებებიდან შეიძლება გამოვყოთ უარი ევროკავშირში მობილურ როუმინგზე და მის ტერიტორიაზე პლასტიკატის მასალის გამოყენების აკრძალვა.
რამდენიმე ციფრი
28 ქვეყნის 500 მილიონი ამომრჩეველი გადაწყვეტს ევროპარლამენტის 751 ადგილის ბედს.
წინა არჩევნებზე ევროკავშირის მასშტაბით ამომრჩეველთა საშუალო აქტივობამ 43% შეადგინა.
ევროპარლამენტში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა გერმანიას აქვს – 96 ადგილი.
ყველაზე პატარა წარმომადგენლობა მალტას – 6 ადგილი.
ევროკავშირის ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, კენჭი იყაროს ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც ამ ორგანიზაციის შემადგენლობაში შედის.