ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ქალთა ნაკრებები ოლიმპიადაზე ერთ გუნდად გამოვლენ" />

ჰოკეი ორ კორეას აერთიანებს

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ქალთა ნაკრებები ოლიმპიადაზე ერთ გუნდად გამოვლენ

25 იანვარს თორმეტი ჩრდილოეთ კორეელი ჰოკეისტი სამხრეთ კორეაში ჩავიდა – იუწყება BBC:

კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის სპორტსმენები შეუერთდებიან სამხრეთ კორეის ნაკრებს და დაიწყებენ ფხენიანის ოლიმპიადისთვის მზადებას, რომელიც სტარტს 9 თებერვალს აიღებს.

გუნდების გაერთიანების გადაწყვეტილება, ძირითადად პოლიტიკურია, მან ხელი უნდა შეუწყოს კორეის ნახევარკუნძულზე მდგომარეობის გაუმჯობესებას, სადაც ბოლო დროს სიტუაცია ძალიან დაძაბულია.

კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მონაწილეობის გადაწყვეტილება მხოლოდ ამ წლის დასაწყისში მიიღეს. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, გამონაკლისის სახით, სამხრეთ კორეას საკუთარი სპორტსმენების წარდგენის ნება დართო, თუმცა წარდგენის ვადა უკვე ამოიწურა. დაწვრილებით ამის შესახებ:

სამხრეთ კორეაში ნაკრებების გაერთიანებით ყველა კმაყოფილი არ არის. ამ პოლიტიკური გარიგების შედეგად სამხრეთ კორეის ჰოკეისტები ოლიმპიადაზე ნაკლებ სათამაშო დროს მიიღებენ – მას კორეის სახალხო რესპუბლიკის სპორტსმენებს დაუთმობენ.

საბოლოო ჯამში ჩრდილო კორეას ოლიმპიურ თამაშებზე 22 სპორტსმენი წარადგენს. ჰოკეისტების გარდა ესენი იქნებიან ფიგურისტები, მოთხილამურეები და მოციგურავეები.


ასევე წაიკითხეთ