რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა" />

მედვედევი: საქართველოს ნატო-ში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

REUTERS

“საქართველოს ნატო-ში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება,” – ეს განცხადება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა 6 აგვისტოს, რადიო „კომერსანტ FM“-თან ინტერვიუში გააკეთა.

„ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესვლამ შესაძლოა, საშინელი კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვიოს. გაუგებარია, რა საჭიროა ეს ყველაფერი“- განაცხადა მედვედევმა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა.

„ეს კონფლიქტი გარდაუვალი არ ყოფილა“, – განაცხადა მედვედევმა.

ჯერჯერობით, “კომერსანტ FM”-ის ინტერვიუს მხოლოდ ფრაგმენტი გავიდა ეთერში. ვრცლად ინტერვიუ მოგვიანებით გავრცელდება.

•   10 წლის წინ, ბუქარესტში გამართულ სამიტზე ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა ერთობლივად განაცხადეს, რომ მომავალში საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან.

•   12 ივლისს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატოს სურვილი, საქართველო ალიანსის წევრი გახდეს. თუმცა, როდის მოხდება ეს, სტოლტენბერგს არ დაუკონკრეტებია.

•   რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთი “უკიდურესად უარყოფითად” უყურებს ნატოს გაფართოებას უკრაინასა და საქართველოში.


ასევე წაიკითხეთ