ამომრჩეველთა სიაში 126 950 ადამიანია " />

აფხაზეთი პრეზიდენტს ირჩევს: კენჭისყრის მეორე ტური დაიწყო

ამომრჩეველთა სიაში 126 950 ადამიანია

აფხაზური ოპოზიციის ლიდერი ალხას კვიცინია და მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ, რომელიც დღეს, 8 სექტემბერს იმართება.

აფხაზური ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაერთიანდა

აფხაზეთის არჩევნებში რუსეთმა ფავორიტი განსაზღვრა?

მოსაზრება: რატომ ვერ შეცვლის ვერცერთი ახალი პრეზიდენტი აფხაზეთში ვერაფერს

აფხაზური ოპოზიცია ზუსტად საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაერთიანდა, რომელიც 8 სექტემბერსაა დანიშნული. ყოფილი პრეზიდენტისა და გავლენიანი პოლიტიკოსის, ალექსანდრ ანქვაბის გუნდმა 5 სექტემბერს განაცხადა, რომ მხარს ოპოზიციონერ კანდიდატს, ალხას კვიცინიას უჭერს.

მისი გამარჯვების შემთხვევაში, ანქვაბი პრემიერ-მინისტრი გახდება – სწორედ ეს გახდა ორი გუნდის გაერთიანების წინაპირობა.

ამით, არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შანსი საგრძნობლად გაიზარდა.

პრეზიდენტთან ერთად ირჩევენ ვიცეპრეზიდენტსაც.

რაულ ხაჯიმბასთან ერთად კენჭს იყრის ასლან ბარციცი, ამჟამად – პრეზიდენტის ადმინისტრაციის ექსპერტიზის განყოფილების უფროსი.

ალხას კვიცინიას გუნდში კი ვიცეპრეზიდენტის პოსტისკენ მიიწევს პარლამენტის დეპუტატი, დმიტრი დბარი.

აფხაზეთში დილის 8:00 საათზე გაიხსნა 152 საარჩევნო უბანი, თითო-თითო კი მოსკოვსა და ჩერსკესკში (რუსეთის ფედერაციის ყარაჩაე-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში, დაახლოებით, 4 ათასი აბაზინი ცხოვრობს, ხალხი, რომლებიც აფხაზებს ენათესავებიან და ავტომატურად აქვთ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების უფლება – JAMnews).

საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.

აფხაზეთში ამომრჩეველთა სიაში 126 950 ადამიანია.

აფხაზეთში პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტური ორი კვირის წინ, 25 აგვისტოს გაიმართა. მასში ცხრა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა. რამდენადაც, მათგან ვერც ერთმა მოახერხა ხმათა 50%-ზე მეტის მიღება, მეორე ტური დაინიშნა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება კანდიდატი, რომელიც, უბრალოდ, მოწინააღმდეგეზე მეტ ხმას დააგროვებს.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ