სომხეთი ყარაბაღის აღიარების პირასაა
ფოტო: ერიკ გრიგორიანი
სომხური მედიის ცნობით, ხუთ მაისს სომხეთის ხელისუფლებამ ‘დადებითი შეფასება’ მისცა კანონპროექტს ‘არწახის აღიარების შესახებ’. ახლა დოკუმენტს პარლამენტში განიხილავენ. საკანონმდებლო ორგანო მას უახლოეს ხანში, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.
კანონპროექტი წარადგინეს პარტია ‘შთამომავლობის’ დეპუტატმა ზარუი პოსტანჯიანმა და სომხეთის ეროვნული კონგრესის დეპუტატმა, ქვეყნის ექს-პრემიერმა გრანტ ბაგრატიანმა.
ავტორებმა მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტი შემდეგნაირად დაასაბუთეს: ‘სომხეთის რესპუბლიკა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას არ აღიარებდა იმ მოსაზრებით, რომ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მოლაპარაკებათა ფარგლებში, შესაძლო იყო, არცახის რესპუბლიკისთვის სხვა სტატუსის მიკუთვნება, პირველ რიგში, მისივე თანხმობით.
აზერბაიჯანის რესპუბლიკა უარყოფს საკითხის ნებისმიერ გადაწყვეტას, რომელიც აზერბაიჯანის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის საზღვრებს არ ემთხვევა, ასევე არცახის (ყარაბაღის) ავტონომიის გარეთაც. 2007 წლის მადრიდის პრინციპები და მათი 2009 წელს განახლებული ვარიანტი მთიანი ყარაბაღის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, და ამიტომ მიუღებელია.’
სომხეთის მასობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა გამოქვეყნეს ასევე კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის ზარუი პოსტანჯიანის განცხადება:
‘მსოფლიომ არ დაგმო ყარაბაღის წინააღმდეგ აგრესია – ამიტომ, საჭიროა მისი აღიარება. ეს სომეხი ხალხის პოლიტიკური განაცხადი იქნება. აღიარებას ალტერნატივა არ გააჩნია. ეს მსოფლიოს თვალში შეგვმატებს პოლიტიკურ ფაქტორს, რომელსაც მოუწევთ, რომ ანგარიში გაუწიონ და რომელიც ძალისმიერი პოზიციის გამოხტვასაც შეძლებს. ეს ახალი, არასასურველ პრცესების აღკვეთაში დაგვეხმარება.
პარტია ‘მემკვიდრეობა’, რომლის თავმჯდომარეც ზარუი პოსტანჯიანი გახლავთ, 2009 წლიდან გამოდის მთიანი ყარაბაღის აღიარების ინიციატივით, მაგრამ ხელისუფლება ამ შემოთავაზებას უარყოფდა და თავის გადაწყვეტილებას იმით ხსნიდა, რომ ყარაბაღის აღიარება მოლაპარაკებების პროცესზე ცუდ გავლენას იქონიებდა. სიტუაცია შეიცვალა აპრილის დასაწყისში, აქტიური სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ.
დღეს, პრესკონფერენციაზე სწორედ ამის შესახებ ილაპარაკა კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ სერგეი მინასიანმა:
‘ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია, რომ ხელისუფლების ამგვარი გადაწყვეტილება იმ განცხადების ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც პრეზიდენტმა აპრილის დასაწყისში განვითერებული მოვლენების დროს გააკეთა; მაშინ ითქვა, რომ თუკი აზერბაიჯანი ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებს განახორციელებს, სომხეთი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას აღიარებს.
მთიანი ყარაბაღის აღიარების ფაქტი, შესაძლოა, ის პოლიტიკური ფასია, რომელიც აზერბაიჯანმა უნდა გადაიხადოს ფართომასშტაბიანი ომის დაწყების საფასურად.’
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შავარშ კოჩარიანმა ‘არცახის აღიარებასთან დაკავშირებული’ კანონპროექტის კომენტირებისას განაცხდა:
‘მთიანი ყარაბაღის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესი მხოლოდ მაშინ შეინიშნებოდა, როდესაც ბაქო უშუალოდ მთიან ყარაბაღთან აწარმოებდა მოლაპარაკებას და არა ისე – თითქოს ასეთი სუბიექტი საერთოდ არ არსებობდეს.
1994 წლის ბიშკეკის შეთანხმებათა მიღწევა შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ ბაქო უშუალოდ მართავდა მოლაპარაკებებს ჯერ მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა მინისტრ არკადი გუკასიანთან, შემდეგ კი პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანთან.
თანაც ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობდა აზერბაიჯანის მეთაურის, ჰეიდარ ალიევის თანხმობით. და ვიდრე აზერბაიჯანი მოლაპარაკებებში ყარაბაღის მხრედ ცნობას ეწინააღმდეგება, ამით ის მხოლოდ აგრძელებს თავისი ბუნდოვანი პოლიტიკის გამოყენებას დესტრუქციული ნაბიჯების გადსადგმელად.’
სოცილურ ქსელებში დღის მთავარ თემაზე მსჯელობის შინაარსი ასეთია:
‘როგორც ჩანს, სცენარი ასე განვითარდება – კანონპროექტი პარლამენტში ‘დაყოვნდება’. როგორც კი აზერბაიჯანი შეეცდება, ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებს დაუბრუნდეს, მას მაშინვე მიიღებენ. სომხეთის კვალდაკვალ, ყარაბაღს ზოგიერთი სხვა ქვეყანაც აღიარებს, სიტუაცია შეიცვლება და აზერბაიჯანი დაკარგავს იმის თქმის შესაძლებლობას, თითქოს სეპარატისტებს ებრძვის.’
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია ავტორის პოზიციას გამოხატავს, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს.
გამოქვეყნებულია: 05.05.2016