ეუთო–ს მოქმედი თავმჯდომარის პირადმა წარმომადგენელმა, ანდჟეი კასპშიკმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს მოუწოდა, ქრისტეს აღდგომისა და ნოვრუზის სადღესასწაულო დღეებში მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და თავიდან აიცილონ კონფლიქტის ესკალაცია.
მრავალი წლის განმავლობაში პირველად, ყველა მხარემ თანაბარი ერთსულოვნებით მიიღო დაზავების წინადადება და თავიანთ განცხადებებში კასპშიკის მოწოდებისადმი სრული მხარდაჭერა გამოთქვეს. თუმცა, თითოეული განმცხადებელი აღნიშნავდა,რომ იგივეს მოელოდა დანარჩენების მხრიდანაც.
ამ სიახლეზე ფეიბუკის სომეხი მომხმარებლებიც მსჯელობდნენ. ერთგვარი ‘საავტორო’ ქრონოლოგიაც კი გამოქვეყნდა (გზავნილის ავტორის ტერმინოლოგია დაცულია):
• 15 მარტი – ტერაქტი სტამბოლში და ალიევის ‘გამოსამშვიდობებელი’ ვიზიტი თურქეთში; • 16 მარტი – პუტინს სირიიდან ჯარები გამოჰყავს; • 17 მარტი – ალიევი მირკდიროვს ათავისუფლებს, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის მოწონებას იმსახურებს; • 18 მარტი – პირველად მრავალი წლის მანძილზე სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებას დებენ; • 22 მარტი – კერი მოსკოვში ჩავა; • 31 მარტს იგეგმება ალიევისა და სარქისიანის შეხვედრა, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება; • აპრილის დასაწყისში ლავროვი ბაქოში ჩავა და ყარაბაღის კონფლიქტს განიხილავს.
ამის პასუხად ერთ–ერთი მომხმარებლის კომენტარი ასეთი იყო:’იქნებ ყარაბაღის კონფლიქტი გვარდება?’… თუმცა, დისკუსიაში ამ მოსაზრებას განსკუთრებული მხარდაჭერა არ მოჰყოლია,რადგან ძალიან დიდია იმედგაცრუება, და საზოგადოებას ამ კონფლიქტის, არათუ _ სწრაფად, არამედ საერთოდ მისი მოგვარების იმედი აღარ აქვს.