აზერბაიჯანში სახელმწიფოს სასაფლაოები მკაცრ კონტროლზე აჰყავს
გაზიარება
გაზიარება
ფოტო: ბაშირ კიჩატაევი
ახალი კანონის სახელია „სასაფლაოების მოწყობისა და მართვის წესი“. მასში მკაფიოდ არის გაწერილი წესები ადამიანის სიკვდილიდან დასაფლავებამდე: გარდაცვლილის მონაცემების სახელმწიფო რეესტრში შეტანა, რა მომსახურება შეიძლება გასწიოს სასაფლაომ, რა ზომის უნდა იყოს საფლავები და საფლავის ქვები, სად შეიძლება საფლავების გაკეთება და როგორ უნდა ჩატარდეს ექსგუმაცია. ისიც კი არის აღწერილი, თუ შემდეგ როგორ უნდა მოუარო საფლავს: მის გარშემო ყვავილები უნდა დაირგას და იქაურობა სუფთად შენარჩუნდეს.
კანონის აღსრულებას თვალ-ყურს მუნიციპალიტეტი ადევნებს.
ადრე აზერბაიჯანში მიცვალებულების დაკრძალვასთან დაკავშირებით მკაფიო წესები არ არსებობდა. ოფიციალურად საფლავისთვის განკუთვნილი მიწა „უფასოდ“ მიიჩნეოდა, სასაფლაოს მომსახურებაზე არსებობდა სახელმწიფო ბეგარა. მაგრამ კონტროლისა და მკაფიო წესების არარსებობის გამო, ეს ყველაფერი „სასაფლაო განუკითხაობამდე“ მიდიოდა, როდესაც სასაფლაოებზე „უკეთესი“ ადგილები ძალიან ძვირად იყიდებოდა.
შეიძლებოდა მათი „მთელი ოჯახისთვის“ წინასწარ ყიდვა და შემოღობვა. ზოგიერთ ბაქოელს კი ასეთი შემოღობილი ადგილები იმ დროიდან შემორჩა, როდესაც მისვლა და მიწის ნებისმიერი მონაკვეთის არჩევა ყველას შეეძლო.
რაც შეეხება საბუთებს, გარდაცვალების ცნობას აზერბაიჯანის ზოგიერთი მოქალაქე საბუთს ნათესავების გარდაცვალებიდან მხოლოდ რამდენიმე წელიწადში იღებდა.
რა შეიცვლება რიგითი მოქალაქეებისთვის?
ახლა ახალი კანონის მიღების შემდეგ
გარდაცვლილის შესახებ ყველა მონაცემი სახელმწიფო რეესტრში უნდა შეიტანონ მისი სიკვდილიდან დაუყოვნებლივ, რადგან ამის გარეშე საფლავზე ადგილს არ გამოყოფენ;
არ შეიძლება ძეგლებისა მასიური საფლავის ქვების დადგმა;
არ შეიძლება ადგილის წინასწარ ყიდვა – შესაძლებელია მხოლოდ გარდაცვლილის მეუღლისთვის;
არ შეიძლება საფლავის შემოღობვა
რით დაიწყო ეს ყველაფერი
დაახლოებით ერთი წლის წინათ ამგვარი კანონი უკვე შემოიღეს ნახიჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ექსკლავი აზერბაიჯანის შემადგენლობაში). აქ პომპეზური საფლავის ქვები აკრძალეს და ერთიანი „საფლავების ნორმატივი“ დააწესეს. მაშინვე გამოცხადდა, რომ მალე ეს წესი მთელ ქვეყანაზე გავრცელდებოდა. ამ საკითხის განხილვა სოციალურ ქსელებში უკვე მოასწრეს:
„ცოცხლების პრობლემები უკვე გადაჭრეს, ახლა მხოლოდ მიცვალებულების პრობლემებიღა დარჩა. ეს თითოეულის პირადი საქმეა. და კიდევ, რას გულისხმობენ სიტყვა „ძვირფასში“?
„ნორმალური აკრძალვების შემოღებაც ხომ შეუძლიათ, როდესაც უნდათ. თორემ სასაფლაო უკვე მავზოლეუმს დაემსგავსა“;
„ღარიბები თავს ძვირფას საფლავის ქვების უფლებას მაინც ვერ მისცემენ. მდიდრებს კი აკრძალვები ფეხებზე ჰკიდიათ.“