საქართველოში უძრავი ქონების ფასები 10.7 პროცენტით გაიზარდა
უძრავი ქონების ფასები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უძრავი ქონების ფასები ბოლო 1 წელში 10.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ბინები ყველაზე ძვირი მთაწმინდაზე და ვაკეშია.
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 3.2 პროცენტით გაიზარდა, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი კი 17.5 პროცენტით არის გაზრდილი.
ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება მხოლოდ თბილისით და მოიცავს ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების, ისე კერძო სახლების.
ბინები და კერძო სახლები ყველაზე ძვირი მთაწმინდაზე, ვაკესა და საბურთალოზეა, ყველაზე იაფი – სამგორსა და გლდანში.
ასე გამოიყურება ბინის ფასები თბილისში:

საქართველოში, კონკრეტულად კი დედაქალაქ თბილისში, უძრავი ქონების ფასები განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და რუსეთის მოქალაქეების საქართველოსკენ დაიძრნენ.
● „თუ საზღვარს ჩაკეტავენ, ერთადერთი გზა დარჩება – გზა ომში“ . რუსეთიდან გამოქცეულების ისტორიები
● “თითქოს ომი კიდევ ერთხელ დაიწყო” – რას ფიქრობენ მობილიზაციაზე საქართველოში მცხოვრები რუსები
● როგორია სამყარო, რომელსაც პუტინი აშენებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის სექტემბერთან შედარებით, საქართველოში წელს რუსეთიდან 511 პროცენტით მეტი პირი შემოვიდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 2022 წლის სექტემბერში რუსეთიდან 222 274 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. უწყების მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში არაა მითითებული, თუ რამდენმა დატოვა საქართველო.
რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის შემოღების მოთხოვნით საქართველოში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ არ უჭერენ მხარს რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას. მმართველი გუნდის თავმჯდომარე “ირაციონალურს” უწოდებს ამ ნაბიჯს.