27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღე. ქართველები ტოვებენ აფხაზეთს. ფოტოარქივი
ეს არის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური კადრები – მათ შორის, სოხუმის დაცემის დღეს გადაღებული, როდესაც ქართველები ტოვებენ აფხაზეთს, საკუთარ სახლებს.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს საქართველოს შეიარაღებული ძალების დამარცხებით დასრულდა. გამარჯვება რუსეთის მიერ მხარდაჭერილ აფხაზურ ძალებს და მათ მხარეს მებრძოლ ჩრდილო-კავკასიელებს დარჩათ.
დაუზუსტებელი მონაცემებით, შეიარაღებულ კონფლიქტს 13 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ათასზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ახლობლებმა დღემდე არ იციან, სად არის ბევრი მათგანის საფლავი.
აფხაზეთიდან დევნილად იქცა 300 ათასამდე ადამიანი, მათი უდიდესი უმრავლესობა ეთნიკურად ქართველი იყო.
სოხუმი 27 სექტემბერს დაეცა. უკვე საუკუნის მეოთხედია, რაც ეს კონფლიქტი „გაიყინა“ და სტატუს კვო არ იცვლება.
JAMnews-მა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან რამდენიმე ფოტო შეარჩია, სადაც იმ ადამიანთა ტრაგედია ჩანს, რომლებიც საკუთარ სახლებს ტოვებენ:









