"საქსტატის" მონაცემებით, ექსპორტი 24 პროცენტით, ხოლო იმპორტი 21.6 პროცენტით გაიზარდა
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 24 პროცენტით, ხოლო იმპორტი 21.6 პროცენტით გაიზარდა. შესაბამისად, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ექსპორტზე $2.9 მილიარდის პროდუქცია გაიტანა, ხოლო იმპორტიდან მიღებულმა თანხამ $7 მილიარდს უმნიშვნელოდ გადააჭარბა.
9 თვეში საექსპორტო პროდუქციის TOP-10 ასეთია:
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები – $517.7 მლნ;
- მსუბუქი ავტომობილები – $338.2 მლნ;
- ფეროშენადნობები – $316.7 მლნ;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები – $166.7 მლნ;
- სპირტიანი სასმელები – $105.7 მლნ;
- მინერალური და მტკნარი წყლები – $104.1 მლნ;
- სამკურნალო საშუალებები – $72.5 მლნ;
- თხილი და სხვა კაკალი – $70 მლნ;
- აზოტოვანი სასუქები – $65.4 მლნ;
- ტრიკოტაჟის ნაწარმი – $49.1 მლნ.
იმპორტირებული პროდუქტების TOP-10 კი შემდეგია:
- მსუბუქი ავტომობილები – $632.5 მლნ;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $576.3 მლნ;
- სპილენძის მადნები – $530.1 მლნ;
- სამკურნალო საშუალებები – $257.2 მლნ;
- ნავთობის აირები – $207.3 მლნ;
- სატელეფონო აპარატები – $157.5 მლნ;
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – $110.9 მლნ;
- სატვირთო ავტომობილები – $86 მლნ;
- ვაქცინები, სისხლი, იმუნური პროდუქტები – $84.3 მლნ;
- ხორბალი – $67.8 მლნ.
● გასულ წელთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა აგვისტოში 10.3 პროცენტით გაიზარდა
● საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს
● “საქსტატის” მონაცემებით 2020 წელს პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირდა
თუ შევადარებთ მეზობელი ქვეყნების, სომხეთის და აზერბაიჯანის სტატისტიკას, გამოდის რომ საქართველოს ექსპორტი სომხეთისას 37%-ით აჭარბებს, ხოლო აზერბაიჯანის ექსპორტზე 400%-ით ნაკლებია.
სომხეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 8 თვეში სომხეთმა ექსპორტზე $1.9 მილიარდის პროდუქცია გაიტანა, აზერბაიჯანის ექსპორტმა კი $13 მილიარდს მიაღწია.
საგულისხმოა ისიც, რომ გაზისა და ნავთობპროდუქტების გარეშე აზერბაიჯანის ექსპორტი $1.6 მილიარდს არ აღემატება. შესაბამისად, აზერბაიჯანის ექსპორტის 88% სწორედ გაზზე და ნავთობპროდუქტებზე მოდის.