საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
7 აპრილის 10:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 195 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 383 პირი.
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 39 გამოჯანმრთელდა და 2 გარდაიცვალა.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- მარნეული და ბოლნისი დაიკეტა
- მარნეული ეპიდაფეთქების მოლოდინში. რა ხდება დახურულ ქალაქში
- საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა, 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა.